რობინ დანიგანი
რობინ დანიგანი (ინგლ. Robin L. Dunnigan) — ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
რობინ დანიგანი | |
აშშ-ის ელჩი საქართველოში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 ოქტომბერი, 2023 |
პრეზიდენტი | ჯო ბაიდენი |
წინამორბედი | კელი დეგნანი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებადანიგანს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი აშშ-ის თავდაცვის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მიანიჭა, რომელშიც სწავლა მან წარჩინებით დაასრულა. იგი ასევე არის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მაგისტრი და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრი.[1]
კარიერა
რედაქტირებადანიგანი არის აშშ-ის საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, მინისტრ-მრჩეველის რანგით. საქართველოში დანიშვნამდე დანიგანს ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას კურირებდა. მანამდე იგი მუშაობდა ვენაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობებზე. დანიგანი ასევე მსახურობდა ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილედ.
დანიგანი მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. აშშ-ში, დანიგანი მსახურობდა ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორად სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის ბიუროში, ასევე სხვადასხვა როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და სახელმწიფო მდივნის აღმასრულებელ სამდივნოში.[1]
აშშ-ის ელჩი საქართველოში
რედაქტირება2023 წლის 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩად დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.[1] დანიგანმა ამ პოსტზე კელი დეგნანი შეცვალა.
მისი კანდიდატურის მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე 2023 წლის 30 მარტს გაიმართა. კომიტეტმა ნომინაციას მხარი 2023 წლის 27 აპრილს დაუჭირა. შეერთებული შტატების სენატმა ელჩი დანიგანი 2023 წლის 27 ივლისს კენჭისყრით დაამტკიცა.[2] ამავე წლის 12 ოქტიმბერს რობინ დანიგანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.[3]
ჯილდოები და აღიარებები
რედაქტირებადანიგანს მიღებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი აღიარება, მათ შორის საგარეო სამსახურის ორი უმაღლესი ჯილდო.[1]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადანიგანი კალიფორნიის მკვიდრია. ის საუბრობს ესპანურად და გერმანულად,[1] ასევე თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 President Biden Announces Key Nominees (13 February 2023). ციტირების თარიღი: 13 February 2023
- ↑ PN305 — Robin Dunnigan — Department of State 118th Congress (2023-2024). ციტირების თარიღი: 29 March 2023
- ↑ „აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა“. რადიო თავისუფლება. 12 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Robin L. Dunnigan. ციტირების თარიღი: 29 March 2023