რობერტ კუპცისი
რობერტ კუპცისი (დ. 1881, ლატვია — გ. 1954, თბილისი) — ლატვიელი, ქიმიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1908 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილება.
1908 წელს უნივერსიტეტის გამგეობის რეკომენდაციით იგი ამიერკავკასიაში გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო სამოქალაქო უწყობის სამედიცინო ნაწილში ქიმიურ-მიკროსკოპული გამოკვლევების ექსპერტად. იმავე წელს დაინიშნა თბილისის სასამართლო-მედიცინის ექსპერტიზის ნივთიერ მტკიცებათა გამოკვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ლაბორატორიას ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მისი გამოკვლევევბის უდიდესი ნაწილი საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების შესწავლას ეძღვნება. საქართველოში მის ჩამოსვლამდე გამოკვლეული იყო მხოლოდ 30-დე მინერალური წყალი. მან გამოიკვლია 1000-ზე მეტი წყარო. კუპცისმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კურორტების ორგანიზაციასა და განვითარებას. მათ შორისაა წყალტუბო, მენჯი, ლებარდე, შოვი, საირმე, ლუგელა და სხვ. მის მიერაა გამოკვლეული 3000 წყალსატევი. ამ გამოკვლევებს იყენებდნენ გეოლოგები, ჰიდროლოგები, მშენებლები. საქართველოს წყლის კადასტრი შედგა კუპცესის მონაცემებზე დაყრდნობით.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Курорты АССР Аджарии : Труды I-й респ. курорт. конф. Аджарии. Батум 17-20 декабря 1933 г. Тбилиси, Грузмедгиз, 1936 с. 288
ლიტერატურა
რედაქტირება- 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] თბ., 2014 გვ. 155-156