რობერტ თავაძე

1930-2004 Military Person.; born 24 April, 1930; ; died 16 April, 2004

რობერტ თავაძე (დ. 24 აპრილი, 1930, თბილისი — გ. 16 აპრილი, 2004) — ქართველი სამხედრო პირი.

რობერტ თავაძე
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1930
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 2004 (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

თბილისის № 63-ე რუსული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეცსკოლაში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა ვლადიკავკაზის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი, 1951 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი ჩინეთში, საავტომობილო ნაწილებში. 1955 წელს ჩინეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ მსახურობდა ზღვისპირეთის მხარეში. 1960 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1963 წელს მსახურობდა უკრაინასა და მოლდოვეთში, შენაერთის მეთაურის მოადგილედ ზურგის დარგში. შემდეგ იგზავნება გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში, რომელსაც ამთავრებს 1970 წელს და ინიშნება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება