ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რობერტ ვუდი (ინგლ. Robert Williams Wood; დ. 2 მაისი, 1868 — გ. 11 აგვისტო, 1955) — ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი.

რობერტ ვუდი
დაბ. თარიღი 2 მაისი, 1868(1868-05-02)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი კონკორდი
გარდ. თარიღი 11 აგვისტო, 1955(1955-08-11)[1] [2] [3] (87 წლის)
გარდ. ადგილი ამიტივილი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და Roxbury Latin School
ჯილდოები ფრედერიკ აივსის მედალი[5] , რუმფორდის მედალი[6] , ჰენრი დრეიპერის მედალი[7] , მატეუჩის მედალი, რუმფორდის პრემია, გატრის ლექცია[8] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[9]

ბიოგრაფია

რედაქტირება

რობერტ ვუდი დაიბადა 1868 წლის 2 მაისს აშშ-ის ქალაქ კონკორდში, მასაჩუსეტსში. დაწყებითი და საშუალო განათლება ჯერ მშობლიურ ქალაქში, შემდგომ კი როკსბერის ლათინურ სკოლაში მიიღო. 1887 წელს მან ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში მის ძირითად გატაცებას ქიმია წამრმოადგენდა, მაგრამ ამავედროულად ვუდი სერიოზულად დაინტერესებული იყო გეოლოგიით. 1891 წელს მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და გაემგზავრა ბალტიმორში, სადაც მიზნად დაისახა ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოპოვება. 1894 წელს დაუჯახებული ვუდი გაემგზავრა გერმანიაში და მუშაობა დაიწყო ბერლინის უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილებაში. სწორედ აქ იგრძნო ვუდიმ ფიზიკის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა. ქიმია გადაიქცა წარსულად, და ამიერიდან მთელი დრო ფიზიკას დაუთმო. ვუდის შეჭრა ფიზიკაში აღინიშნება ექსპერიმენტატორის ჭარბი ტალანტის გამოვლენით.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ბერლინში ვუდმა დაიწყო ვაკუუმურ მილებში ელექტრული განმუხტვის ბუნების შესწავლა. 1896 წელს ბერლინიდან ვუდი და მისი მეგობარი ფრანკლინ ვილარიდი გაემგზავრა რუსეთში. მოგზაურების შემდეგ ვუდი ოჯახითურთ დაბრუნდა აშშ-ში. ამ პერიოდიდან დაიწყო ვუდის გატაცება ოპტიკით.

ატომური კვაზიდრეკადი თვისება ვუდამდეც ცნობილი იყო. რეზონანსი, შთანთქმა, ანომალური დისპერსია — ყველაფერი ეს უკვე ცხადი იყო. მაგრამ ექსპერიმენტატორებისათვის უცნობი იყო რეზონანსული გამოსხივება, ვიბრატორის საპასუხო გამოსხივება ამავე ნაწილაკის აგზნებაზე. ეს მოვლენა შემდეგში აღმოაჩინა ვუდმა, როგორც აუცილებელი ცენტრალური მოვლენა და სწავლობდა მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ნილს ბორის თქმით, ვუდის ექსპერიმენტული შედეგები ყველაზე სრულყოფილი და დამაჯერებელი დადასტურება იყო ატომური გამოსხივების თეორიის.

1901 წელს ვუდს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მიენიჭა პროფესორის წოდება და დაინიშნა ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგედ. ეს პატივი მეტად დიდი იყო ახალგაზრდა მეცნიერისათვის. აქ მან დაიწყო მუშაობა ქიმიური ნივთიერებების ოპტიკური თვისებების შესწავლაზე.

ვუდის ძირითადი ნაშრომები ნატრიუმის ორთქლის ოპტიკური თვისებების გამოკვლევის გარშემო არის კონცენტრირებული. ულტრაიისფერი სხივების არეში შთანთქმის სპექტრის შესწავლისას მან მთავარ სპექტრალურ სერიებში მანამდე ცნობილი 8 ხაზის ნაცვლად 50 აღმოაჩინა. ეს რიცხვი იყო და დარჩა სერიული ხაზების ყველაზე დიდ ჯგუფად.

1912 წელს ვუდმა სპექტროსკოპული კამერა შექმნა, რომელიც მეცნიერული და პრაქტიკული გამოგონების მწვერვალად იყო აღიარებული. ამ ხელსაწყოს საშუალებით მან მრავალი ბრწყინვალე ექსპერიმენტი ჩაატარა.

ოცდაათიან წლებში ვუდი უკვე მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსია. 1934 წელს ვუდი არჩეულ იქნა ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად. 1938 წელს კი ვუდის ჯილდოების კოლექციას შეემატა კიდევ ერთი — მსოფლიოში უძველესმა ინგლისის სამეფო საზოგადოებამ მას მიანიჭა რუმფორდის ოქროს მედალი. ბორის კვანტური თეორიის ჩამოყალიბებამდე, როდესაც ჩვენი ცოდნა ატომებსა და მოლეკულების შესახებ მეტად ღარიბი იყო, ვუდმა ნატრიუმის ორთქლის სპექტრში აღმოაჩინა შთანთქმის ხაზი, აირებისა და ორთხლის რეზონანსული გამოსხივება, ამ გამოსხივების შახშობა უცხო აირებით. ამ აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა ატომური და მოლეკულური სპექტრის თეორიას.

საბჭოთა კავშირში დიდად არის დაფასებული ვუდის მეცნიერული მოღვაწეობა. რუსულ ენაზე თარგმნილია ვუდის სამეცნიერო ნაშრომები. მისი წიგნი „ფიზიკური ოპტიკა“ ამ დარგის ძირითად სახელმძღვანელოდ არის აღიარებული. 1930 წელს ვუდი აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.

რობერტ ვილიამს ვუდი აგრდაიცვალა 1955 წლის 11 აგვისტოს ამიტივილში (ნიუ-იორკის შტატი), 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 168-171, თბ., 1980.
  • В. Сибрук, Роберг Вуд, пер. с английсково В. С. Вавилова, М., 1960.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რობერტ_ვუდი“-დან