რიჩარდ I
რიჩარდ I ლომგული (ინგლ. Richard I Lionheart, ფრანგ. Richard Ie Cœur de Lion; დ. 8 სექტემბერი, 1157, ოქსფორდი — გ. 6 აპრილი, 1199, შინონი, საფრანგეთი) — ინგლისის მეფე 1189–1199 წლებში. მიეკუთვნებოდა პლანტაგენეტების დინასტიას. იგი ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო და უკვე 1172 წელს პუატიეში აკვიტანიის ჰერცოგად ეკურთხა.
რიჩარდ I | |
---|---|
Richard the Lionheart | |
ინგლისის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 ივლისი 1189 |
მმართ. დასასრული: | 6 აპრილი 1199 |
წინამორბედი: | ჰენრი II |
მემკვიდრე: | ჯონ უმიწაწყლო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 სექტემბერი 1157 |
დაბ. ადგილი: | ოქსფორდი |
გარდ. თარიღი: | 6 აპრილი 1199 |
მეუღლე: | ბერენგარია ნავარელი |
შვილები: | ფილილიპი |
მამა: | ჰენრი II |
დედა: | ელეონორ აკვიტანიელი |
გამუდმებით აწარმოებდა ინგლისისათვის უსარგებლო ომებს, რომელზეც დიდი რაოდენობით თანხა იხარჯებოდა. მონაწილეობდა III ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1189–1192), დაიპყრო კ. კვიპროსი და ციხესიმაგრე აკრა (პალესტინა). უკან დაბრუნებისას ტყვედ ჩაუვარდა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V-ს, რომელმაც იგი იმპერატორ ჰაინრიხ VI-ს გადასცა. მხოლოდ 1194 წელს გაათავისუფლეს ტყვეობიდან დიდი გამოსასყიდის ფასად. 1194 წლიდან ეომებოდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს საფრანგეთში პლანტაგენეტების მიწების შესანარჩუნებლად. ამ ომში დაიღუპა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 399.