რენო თურქია

ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1976)

რენო თურქია (დ. 11 აგვისტო, 1926, სოხუმი — გ. 14 იანვარი, 1979, თბილისი) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1976).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ლირიკულობა, სახვითი ემოციურობა, დახვეწილი კოლორიტი. ნამუშევრები: „შ. რუსთაველი და ჩახრუხიძე ბექა ოპიზარის სახელოსნოში“ (1956, თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი); „შემოდგომა“ (1957, მოსკოვის სამხატვრო ფონდი); „და კვლავ მუშაობა“ (1977, საქართველოს სურათების გალერეა); „სამშობლოდან მოშორებით“ (1977, თბილისის ჭადრაკის სასახლე). ლ. ასათიანის (1966), გ. მესხის (1966), გ. ტაბიძის (1967), მ. ლებანიძის (1972) პორტრეტები დაცულია საქართველოს სურათების გალერეაში.

დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება