რემიხიო მორალეს ბერმუდესი
რემიხიო მორალეს ბერმუდესი (ესპ. Remigio Morales Bermúdez; დ. 30 სექტემბერი, 1836, ტარაპაკა, პერუ — გ. 1 აპრილი, 1894, ლიმა, პერუ) — პერუს სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, პერუს პრეზიდენტი 1890 წლის 10 აგვისტოდან, 1894 წლის 1 აპრილამდე. სამოქალაქო ომში, იგი პრეზიდენტ ხოსე რუფინო ეჩენიკეს მოწინააღმდეგეების მხარეს იბრძოდა. წყნარი ოკეანის მეორე ომში, მან ორი ბატალიონი განათავსა. პრეზიდენტ ანდრეს აველინო კასერესის მმართველობის დროს, მას პერუს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობდა ეკავა. რემიხიო მორალეს ბერმუდესის პრეზიდენტობის დროს, პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლას დე პიეროლამ, როგორც პერუს გავლენიანი პოლიტიკის მტერმა, მისი მხარდამჭერების რეპრესია განახორციელა. მმართველობის დროს, ბერმუდესმა, მიაღწია სასაზღვრო შეთანხმებას ეკვადორთან და ჩილესთან დაიწყო მოლაპარაკებები რეზოლუციისთვის, რომელიც წინა ომში პერუსთვის სადავო ტერიტორიების მითვისებას გულისხმობდა.
რემიხიო მორალეს ბერმუდესი | |
პერუს 56-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 აგვისტო, 1890 – 1 აპრილი, 1894 | |
წინამორბედი | ანდრეს აველინო კასერესი |
მემკვიდრე | ხუსტინიანო ბორგონიო |
დაბადებული | 30 სექტემბერი, 1836 ტარაპაკა, პერუ |
გარდაცვლილი | 1 აპრილი, 1894 ლიმა, პერუ |
ეროვნება | პერუელი |
პოლიტიკური პარტია | პერუს კონსტიტუციური პარტია |
მამა | კატალინა ბერმუდესი |
დედა | მანუელ მორალეს ი ვერა |
მეუღლე | ხუსტა მასიას ი ლოსა |
შვილები | ფრანსისკო მორალეს ბერმუდეს ი ლოსა |
გარდაცვალება
რედაქტირებარემიხიო მორალეს ბერმუდესი გარდაიცვალა 1894 წლის 1 აპრილს, თანამდებობდაზე ყოფნის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ, პერუს პრეზიდენტის თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა — ხუსტინიანო ბორგონიომ დაიკავა.
1975 წელს, პერუს 87-ე პრეზიდენტი რემიხიო მორალეს ბერმუდესის შვილიშვილი — ფრანსისკო მორალეს ბერმუდესი გახდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Basadre, Jorge: Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomos 8 y 9. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
- Chirinos Soto, Enrique: Historia de la República (1821-1930). Tomo I. Lima, AFA Editores Importadores S.A., 1985.
- Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 11, MEN/OJE. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-160-9
- Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Tomo XI. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
- Varios autores: Grandes Forjadores del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-50-8
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ანდრეს აველინო კასერესი |
პერუს პრეზიდენტი 1890 – 1894 |
შემდეგი: ხუსტინიანო ბორგონიო |