რელიგიური ლიბერალიზმი
რელიგიური ლიბერალიზმი რელიგიების (ან კონკრეტული რელიგიის) ისეთი განსაზღვრებაა, რომელიც აერთიანებს პერსონალურ და კოლექტიურ თავისუფლებას[1] და რაციონალურობას.[2] ეს არის მიდგომა (რომელიც მოიცავს რელიგიის კრიტიკას სეკულარული პოზიციიდან და გვევლინება რელიგიის, როგორც ერთი კონკრეტულის მფლობელობაში არსებულის კრიტიკოსად) რომელიც წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ან ორთოდოქსულ გაგებასთან, და უფრო მეტად წინააღმდეგობაშია რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან. „რელიგიური ლიბერალიზმი“ უფრო მეტად მიესადაგება რელიგიურ თავისუფლებას, რომელიც შემწყნარებლობით გამოირჩევა, განსხვავენული რელიგიური რწმენისა და ნორმების მიმართ, მაგრამ „რელიგიური თავისუფლების“ ყველა ნორმა, არ არის „რელიგიურ ლიბერალიზმთან“ სრულ თანხვედრაში.[3]
მიმოხილვა
რედაქტირება„რელიგიური ლიბერალიზმის“ შემთხვევაში, სიტყვა „ლიბერალიზმი“ იმ ფასეულობებს მოიცავს, რაც კლასიკური ლიბერალიზმისთვის იყო დამახასიათებელი, რომელიც განმანათლებლობის პერიოდში ჩამოყალიბდა. „განმანათლებლობის პერიოდი“ თავის მხრივ, საწყის წერტილად ითვლება როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური ლიბერალიზმისთვის; მაგრამ „რელიგიური ლიბერალიზმი“ არ იზიარებს „ლიბერალიზმის“ ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ამ იდეოლოგიის პოლიტიკურ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა. მაგალითისთვის, ემპირიულად დამტკიცდა კავშირი რელიგიურ და პოლიტიკურ ლიბერალიზმს შორის, 1973 წლის კვლევაში, რომელიც ილინოისის შტატში ჩატარდა.[4]
ტერმინი „ლიბერალიზმის“ გამოყენება, რელიგიურ ფილოსოფიაში XIX საუკუნის დასასრულს დაიწყო [5] და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა; მაგალითისთვის 1936 წელს, ფილოსოფიის პროფესორმა და ქრისტეს ცხოვრების შესწავლელმა ედუარდ სკრიბნერ ამსმა მის სტატიაში „ლიბერალიზმი რელიგიაში“ დაწერა:[6]
ტერმინი „ლიბერალიზმი“, როგორც ჩანს რელიგიის ისეთ გაგებას ანვითარებს, რომელიც ჩვენი აზროვნების არეალს აფართოვებს. ეს გაგება მეტადაა წინააღმდეგობაში ფუნდამენტალიზმთან და ბევრად ღრმა შინაარს ატარებს, ვიდრე მოდერნიზმი. ფუნდამენტალიზმი რეალობას ხსნის როგორც, გაუკრიტიკებელ მოცემულობას. ფუნდამენტალიზმიდან გამომდინარე კი, ტრადიციონალიზმი და ავტორიტარიზმი დომინანტ ფორმად რჩება. არ არსებობს ორი აზრი, რომ ტრადიციული ცხოვრების წესის ჩანაცვლებამ, ბევრი ადამიანი შეცბუნებული და გაღიზიანებული დატოვა. ახლა კი ეს ადამიანები ხვდებიან, რომ არ არსებობს კონკრეტული შეხედულება, რომელიც უნიკალურია ყველა ეპოქისთვის. ისინი ძლიერ სურვილს ფლობენ, უფრო ღრმად ჩასწვდნენ მათი ცხოვრების არსსა და მიმართულებას. რელიგიური ლიბერალიზმი კი, არა როგორც კულტი, არამედ მდგომარეობა და მეთოდი, მიზნად ისახავს ააშენოს უფრო ჰუმანური როგორც ინდივიდუალური ისე კოლექტიური ცხოვრება.
ქრისტიანობა
რედაქტირებატერმინი „ლიბერალური ქრისტიანობა“ ერთგვარი ქოლგაა, რომელიც სხვადასხვა მიღწევებს მოიცავს ქრისტიანულ თეოლოგიასა და კულტურაში, გვიანი XVIII საუკუნის განმანათლებლობის პერიოდიდან. ის მთავარი ხაზი გახდა, ძირითად ქრისტიანულ კონფესიებში მსოფლიოს დასავლურ ნაწილში, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება ქრისტიანი ფუნდამენტალისტების მხრიდან, რომელიც ლიბერალური ტენდენციის საპასუხოდ ჩამოყალიბდა, მათ შორის გამოირჩევა ევანგელიანიზმი.
კათოლიკურ ეკლესიას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს „რელიგიურ ლიბერალიზმთან“ დაპირისპირების. მაგალითად, კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმენი (1801–1890), XIX საუკუნის სტანდარტებით ლიბერალად ითვლებოდა მისი კრიტიკული დამოკიდებულების და გამო პაპის უცდომელობასთან დაკავშირებით, მაგრამ გაცხადებულად უპირისპირდებოდა „ლიბერალიზმს რელიგიაში“ რადგან ამტკიცებდა, რომ ეს მიდგომა გამოიწვევდა რელატივიზმის დასრულებას.[7]
კონსერვატორი პრესვიტერიანელი ბიბლიის სწავლული ჯონ გრეშამ მახენი როგორც თვითონ უწოდებდა „ნატურალისტურ ლიბერალიზმს“, 1923 წელს გამოცემულ მისსავე წიგნში „ქრისტიანობა და ლიბერალიზმი“ აკრიტიკებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმი ტრადიციულ ფრაზეოლოგიას იყენებს, თანამედროვე ლიბერალიზმი არამხოლოდ განსხვავებული რელიგიაა ქრისტიანობისგან, არამედ რელიგიების სრულიად განსხვავებულ კლასს ეკუთვნის“.[8] ანგლიკანელი ქრისტიანი აპოლოგეტი კლივ სტაჰლ ლევისი აჟღერებს, XX საუკუნის მიმოხილვას და ამტკიცებს, რომ „თეოლოგიის ლიბერალური ხაზი“ შეიქმნა, რათა ხელახლა გამოიგონოს და გარდაქმნას ქრისტიანობა, მისივე შემქმნელების საშუალებით.[9]
ისლამში
რედაქტირებაისლამის ლიბერალურ და პროგრესულ მოძრაობაში, ჩართულნი იყვნენ გამოცდილი მუსლიმი სწავლულები, რომელთაც ჩამოაყალიბეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა ისლამის ლიბერალური მიმართულებით, რაც მოიცავდა ახლებულ გადააზრებასა და პრაქტიკების დამკვიდრებას.[10] მათი მუშაობა ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „პროგრესული ისლამი“ (al-Islām at-taqaddumī); ზოგი სწავლული როგორიცაა ომიდ საფი, პროგრესულ და ლიბერალურ ისლამს მოიხსენიებს როგორც, ორ გამორჩეულ მოძრაობას ისლამში.[11]
ლიბერალური ან პროგრესული ისლამის მეთოდოლოგია, ტრადიციული ნაწერების ინტერპრეტაციაშია, როგორიცაა ყურანი და სხვა ტექსტები (მაგალითად ჰადი). ამ პროცესს კიიტჯიჰადად მოიხსენიებენ.[12]თარგი:Page needed ეს შეიძლება მცირედით განვასხვავოთ ყველაზე ლიბერალური მიმდინარეობისგან, სადაც მხოლოდ ყურანისგამოცხადების ნაწილის გადააზრება ხდება, სადაც ძირითადად წინასწარმეტყველი მუჰამედის მოღვაწეობაა აღწერილი, კონკრეტული დროისა და კონტექსტის მიხედვით.
ლიბერალი მუსლიმები, საკუთარ თავს ხედავენ როგორც უმას თავდაპირველი ეთიკური და პლურალური პრინციპების დამცველები, რომელი პრინციპებიც ყურანშია გაწერილი.[13] მაგრამ დისტანცირდებიან გარკვეული ტრადიციული და ნაკლებად ლიბერალური ინტერპრეტაციებისგან ისლამურ კანონებში. მთავარი მიზეზი ამ ტრადიციული ჯგუფების მიკერძოებაა. ამ ჯგუფებს მიიჩნევენ, როგორც ისლამამდე არსებული ტრადიციების გაგრძელებას. ახალი რეფორმატორული მოძრაობა ტავჰიდს (მონოთეიზმს) ხსნის „როგორც საორგანიზაციო პრინციპების ერთობას კაცობრიობისთვის, ხოლო რელიგიური ცნობიერების საყრდენებს, ისტორიას, მეტაფიზიკას, ესთეტიკას და ეთიკას, როგორც სოციალური, ეკონომიკური და მსოფლიო წესრიგის წყაროებს“.[14]
ისლამური მოდერნიზმი ახსნილია როგორც „პირველი მუსლიმური იდეოლოგია, დასავლური კულტურული ცვლილებების პასუხად“.[15] ისლამური მოდერნიზმი ცდილობს, ისლამისთვის მისაღები გახადოს ისეთი თანამედროვე ღირებულებები, როგორიცაა ნაციონალიზმი, დემოკრატია, სამოქალაქო უფლებები, თანასწორობა, ეგალიტარიანიზმი, და პროგრესი.[16]თარგი:Page needed ისლამური მოდერნიზმი გამოირჩევა, „ისლამის იურისპუდენციაში არსებული, კლასიკური კონცეფციებისა და მეთოდების, კრიტიკული გამოკვლევით“ რომელიც ახალი მიდგომაა ისლამურ თეოლოგიასა და ყურანის ეგზეგეზში.[15]
ისლამური მოდერნიზმი ერთ-ერთი იყო ისლამურ მოძრაობებს შორის, სეკულარიზმი, ისლამიზმი, და სალაფიზმი- რომელიც, XIX საუკუნის შუაში გაჩნდა ისეთი გამოწვევების საპასუხოდ მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ, როგორიც იყო „დასავლური კულტურის და კოლონიალიზმის“ ექსპანსია.[16] ისლამური მოდერნიზმის დამმაარსებლები არიან მუჰამედ აბდუჰი, ალ-აზარის უნივერსიტეტის შეიხი 1905 წლამდე (მის გარდაცვალებამდე), ჯამალ ად-დინ ალ-ავღანი, და მუჰამედ რაშიდ რიდა.
ისლამის პირველი მოდერნისტები, (ალ-ავღანი და მუჰამედ აბდუ) იყენებდნენ ტერმინ „სალაფიია[17] რათა ხაზი გაესვათ მათი მცდელობისთვის, ისლამური ცნობიერების განახლების შესახებ.[18] სალაფია მოძრაობა დასავლეთში ცნობილია როგორც, „ისლამური მოდერნიზმი“,ასევე ძალიან განსხვავდება სალაფი მოძრაობისგან, რომელიც ისეთი „იდეოლოგიის მატარებელია როგორიცაა ვაჰაბიზმი“.[18] მალის რუტვენის, თქმით ისლამური მოდერნიზმი დაარსების დღიდან განიცდის წნეხს, როგორც სეკულარი მმართველებისგან, ისე „ოფიციალური ულამასგან „რომლის მთავარი მიზანია, რელიგიური ლეგიტიმურობა შესძინონ მმართველთა ქმედებებს“.[19]
ლიბერალური რელიგია უნიტარიანიზმში
რედაქტირებატერმინი „ლიბერალური რელიგია“, გამოყენებულ იქნა უნიტარელი ქრისტიანების[5] და უნიტარული უნივერსალისტების[20] მიერ, რათა დაემკვიდრებინათ ადგილი რელიგიურ ლიბერალიზმში. ასევე ამ ტერმინს ხმარობდნენ, არა-უნიტარი მოაზროვნეებიც.[21] „ლიბერალური რელიგიის ჟურნალი“ გამოიცა „უნიტარ მსახურთა კავშირის“, მედვილის თეოლოგიური სკოლის, და „უნივერსალისტ მსახურთა ასოციაციის“ მიერ 1939-1949 წწ, და რედაქტირებული იყო, გავლენიანი უნიტარი თეოლოგის ჯეიმზ ლუთერ ადამსის მიერ.[22] 50 წლის შემდეგ, ჟურნალის ახალი ვერსია გამოქვეყნდა, ონლაინ ფორმატით 1999-2009 წლებში.[23]
იხილეთ ასევე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Newman 1991, p. 144: "[...] when people talk about 'religious liberalism,' they are normally referring to a commitment to a certain kind of conception of what religion is and, accordingly, of how religious attitudes, institutions, and communities should be developed or reshaped so as to accommodate and promote particular forms of personal and group freedom."
- ↑ Newman 1991, p. 159: "[...] religious liberalism came to be so concerned with respect for reason, reasonableness, and rationality [...]"
- ↑ Newman 1991, p. 143–144: "However, given the way in which terminology has evolved, we must be careful not to assume too close an association between 'religious liberty' and 'religious liberalism.' Many people who think that religious liberty is basically a good thing that ought to be promoted do not wish to be regarded as advocates of religious liberalism; some of them even feel that many of those who call themselves 'religious liberals' are enemies of religious liberty, or at least end up undermining religious liberty in the process of promoting their own special brand of 'liberal religion.' [...] One notable problem here is that, when liberalism is considered in relation to religion, one may be thinking primarily of a certain 'liberal' conception of religion itself (in contrast with, say, orthodox, conservative, traditionalist, or fundamentalist conceptions) or one may be thinking more of a 'liberal' political view of the value of religious liberty. But, when people talk about 'religious liberalism,' they are usually thinking of the former more than the latter, although they may uncritically assume that the two necessarily accompany one another."
- ↑ Stellway, Richard J. (Summer 1973). „The correspondence between religious orientation and socio‐political liberalism and conservatism“. The Sociological Quarterly. 14 (3): 430–439. doi:10.1111/j.1533-8525.1973.tb00871.x. JSTOR 4105689.
- ↑ 5.0 5.1 For example: Ellis, George Edward (November 1856). „Relations of reason and faith“. The Christian Examiner and Religious Miscellany. Boston: Crosby, Nichols, and Company for the American Unitarian Association. 26 (3): 412–456 (444–445, 450). OCLC 6122907. ციტატა: „The first of all the requisites in such a religion is that it shall be Liberal. We mention this condition even before that of Truth, because a religion that is not liberal cannot be true. The devout and intelligent demand a liberal religion, a religion large, free, generous, comprehensive in its lessons, a religion expansive in its spirit, lofty in its views, and with a sweep of blessings as wide as the range of man's necessities and sins. This is what is meant by a Liberal Religion, or Liberal views of religion, or Liberal Christianity. [...] Thoughtful, earnest, and devout minds now demand a liberal religion. Liberal in the honest, pure, and noble sense of that word. Not liberal in the sense of license, recklessness, or indifference; not in making a scoff of holy restraints and solemn mysteries. Not liberal as the worldling or the fool uses the word, for overthrowing all distinctions, and reducing life to a revel or a riot. [...] Such a faith cannot afford to raise an issue with reason on a single point, so far as their road on the highway of truth will allow them to keep company together. When they part for faith to advance beyond reason, they must part in perfect harmony.“
- ↑ Ames, Edward Scribner (July 1936). „Liberalism in religion“. International Journal of Ethics. 46 (4): 429–443. doi:10.1086/intejethi.46.4.2989282. JSTOR 2989282.
- ↑ "Liberalism in religion is the doctrine that there is no positive truth in religion, but that one creed is as good as another…", J. H. Newman 'Biglietto Speech' http://www.newmanreader.org/works/addresses/file2.html
- ↑ Machen asserted that "If the Jesus of naturalistic reconstruction were really taken as an example, disaster would soon follow. As a matter of fact, however, the modern liberal does not really take as his example the Jesus of the liberal historians; what he really does in practice is to manufacture as his example a simple exponent of a non-doctrinal religion whom the abler historians even of his own school know never to have existed except in the imagination of modern men." Machen, J. Gresham [1923] (2009). Christianity and liberalism, New, Grand Rapids, Mich.: William B. Eerdmans Publishing Company, გვ. 6, 81. ISBN 9780802864994. OCLC 368048449.
- ↑ Lewis, C. S. (1988). The essential C.S. Lewis. New York: Collier Books, გვ. 353. ISBN 0020195508. OCLC 17840856. „All theology of the liberal type involves at some point—and often involves throughout—the claim that the real behavior and purpose and teaching of Christ came very rapidly to be misunderstood and misrepresented by his followers, and has been recovered or exhumed only by modern scholars.“ (From an essay titled "Modern theology and biblical criticism" written in 1959.)
- ↑ (2003) Progressive Muslims: on justice, gender and pluralism. Oxford: Oneworld Publications. ISBN 9781851683161. OCLC 52380025.
- ↑ Safi, Omid. What is Progressive Islam?. Averroes Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 9, 2006.
- ↑ Aslan, Reza [2005] (2011). No god but God: the origins, evolution, and future of Islam, Updated, New York: Random House. ISBN 9780812982442. OCLC 720168240.
- ↑ Sajid, Abdul Jalil. (December 10, 2001) 'Islam against Religious Extremism and Fanaticism': speech delivered by Imam Abdul Jalil Sajid at a meeting on International NGO Rights and Humanity. Muslim Council of Britain. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2008.
- ↑ Tawhid. Oxford Islamic Studies Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 22 March 2015.
- ↑ 15.0 15.1 Moaddel, Mansoor (2005). Islamic modernism, nationalism, and fundamentalism: episode and discourse. Chicago: University of Chicago Press, გვ. 2. ISBN 9780226533339. OCLC 55870974. „Islamic modernism was the first Muslim ideological response to the Western cultural challenge. Started in India and Egypt in the second part of the 19th century ... reflected in the work of a group of like-minded Muslim scholars, featuring a critical reexamination of the classical conceptions and methods of jurisprudence and a formulation of a new approach to Islamic theology and Quranic exegesis. This new approach, which was nothing short of an outright rebellion against Islamic orthodoxy, displayed astonishing compatibility with the ideas of the Enlightenment.“
- ↑ 16.0 16.1 [2004] (2016) Encyclopedia of Islam and the Muslim world, 2nd, Farmington Hills, MI: Macmillan Reference, a part of Gale, Cengage Learning. ISBN 9780028662695. OCLC 907621923.
- ↑ Brown, Jonathan A. C.. (2009)Salafism: Modernist Salafism from the 20th century to the present. Oxford Bibliographies.
- ↑ 18.0 18.1 Atzori, Daniel. The rise of global Salafism (August 31, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2014. ციტატა: „Salafism is, therefore, a modern phenomenon, being the desire of contemporary Muslims to rediscover what they see as the pure, original and authentic Islam, ... However, there is a difference between two profoundly different trends which sought inspiration from the concept of salafiyya. Indeed, between the end of the 19th century and the beginning of 20th century, intellectuals such as Jamal Edin al-Afghani and Muhammad Abdu used salafiyya to mean a renovation of Islamic thought, with features that would today be described as rationalist, modernist and even progressive. This salafiyya movement is often known in the West as "Islamic modernism." However, the term salafism is today generally employed to signify ideologies such as Wahhabism, the puritanical ideology of the Kingdom of Saudi Arabia.“ ციტირების თარიღი: 6 January 2015.
- ↑ Ruthven, Malise [1984] (2006) Islam in the world, 3rd, Oxford, New York: Oxford University Press, გვ. 318. ISBN 9780195305036. OCLC 64685006. ციტირების თარიღი: 23 April 2015.
- ↑ For example: Murphy, Robert (1995). „The church green: ecology and the future“, The transient and permanent in liberal religion: reflections from the UUMA Convocation on Ministry. Boston: Skinner House Books, გვ. 195–206 (195). ISBN 1558963308. OCLC 35280453. „Does liberal religion have a future? If we answer in the affirmative, can we begin to imagine the outlines of liberal religion in the next century? What will the Unitarian Universalist movement look like in the decade of the 2090s?“ Cf. Miller, Robert L'H. (Spring 1976). „The religious value system of Unitarian Universalists“. Review of Religious Research. 17 (3): 189–208. doi:10.2307/3510610. JSTOR 3510610. ციტატა: „The repetition of the distinctive pattern in both higher and lower ranking of both terminal and instrumental values leads one to a firmer basis for sensing a distinctive Unitarian Universalist pattern of religiousness. It is, perhaps, more accurately defined as a pattern of liberal religion which further research may disclose is typical, for example, of such groups as Reform Judaism.“
- ↑ For example, on Quakerism as liberal religion: (2008) The Quaker condition: the sociology of a liberal religion. Newcastle: Cambridge Scholars Publishing, გვ. 18. ISBN 9781847185655. OCLC 227278348. „This is the first book of its kind and is intended to be the beginning, rather than the final word. It adds considerably to the study of Quakerism but also to the study of Liberal religion per se.“ And on Islam as liberal religion: Foody, Kathleen (October 2016). „Pedagogical projects: teaching liberal religion after 9/11“. The Muslim World. 106 (4): 719–739. doi:10.1111/muwo.12167.
- ↑ "The Journal of Liberal Religion". worldcat.org. Retrieved 2017-11-20. Published from 1939 to 1949.
- ↑ The Journal of Liberal Religion. ციტირების თარიღი: 2020-06-19. Published from 1999 to 2009.
ლიტერატურა
რედაქტირება- Newman, Jay (1991). „Religious liberalism“, On religious freedom. Ottawa: University of Ottawa Press, გვ. 143–180. ISBN 0776603086. OCLC 25051708.