პაპის უცდომელობა (ლათ. Infallibilitas) — რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმა, რომლის მიხედვითაც, იესო ქრისტეს მიერ პეტრე მოციქულისათვის მიცემული პირობის საფუძველზე, რომის პაპი დაზღვეულია შეცდომის დაშვებისაგან[1], როდესაც იგი თავისი თანამდებობრივი საქმიანობის შესრულებისას როგორც მწყემსი და მასწავლებელი ყოველი ქრისტიანისა, უმაღლესი სამოციქულო ძალაუფლების ძალით, ქადაგებს სამქადაგებლო კათედრიდან სარწმუნოებრივ ან მორალურ საკითხებზე[2][3]. ეს დოგმა არ ამტკიცებს იმას, რომ პაპს არ შეუძლია შესცოდოს ან სხვა სიტუაციში არ შეცდეს.[4]

პაპი პიუს IX (1846–1878), რომლის დროსაც ვატიკანის პირველ კრებაზე მოხდა პაპის უცდომელობის დოქტრინის მიღება.

სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ დოგმატურად ჩამოყალიბდა ვატიკანის პირველ კრებაზე 1869–1870 წლებში, თუმცა იგი შუა საუკუნეების კათოლიკურ თეოლოგიაშიც იყო აღიარებული და უკვე გაბატონებული სწავლება იყო კონტრრეფორმაციის დროს.

პაპის უცდომელობის დოგმა ითვლება როგორც მართლმადიდებელ, ისე პროტესტანტულ ეკლესიებთან კათოლიკური ეკლესიის განხეთქილებისა და გაერთიანების შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. "Infallibility means more than exemption from actual error; it means exemption from the possibility of error," P. J. Toner, Infallibility, Catholic Encyclopedia, 1910
  2. First Vatican Council, First Dogmatic Constitution on the Church, chapter 4, 9. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-07. ციტირების თარიღი: 2014-07-01.
  3. Avery Dulles, S. J. (September 1990). „Newman on Infallibility“ (PDF). Theological Studies. 51 (3): 434–449. doi:10.1177/004056399005100304. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-03-03.
  4. Engber, Daniel (18 September 2006). „How infallible is the pope?“. Slate Magazine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 November 2024.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hans Küng: Unfehlbar? Eine unerledigte Anfrage. Erweiterte Neuausgabe. Piper, München u. a. 1989, ISBN 3-492-11016-9 (Serie Piper 1016), (erw. Neuausgabe von Unfehlbar? Eine Anfrage).
  • August Bernhard Hasler: Wie der Papst unfehlbar wurde. Macht und Ohnmacht eines Dogmas. Mit einem Geleitwort von Hans Küng. 2. Auflage. Piper, München u. a. 1980, ISBN 3-492-02450-5.