რეი მომო
რეი მომო (პორტ. Rei Momo; ესპ. Rey Momo; ქართ. მეფე მომო) — კარნაველების მეფე ლათინურ-ამერიკულ ფესტივალებში, ძირითადად ბრაზილიასა და კოლუმბიაში. მისი გამოჩენა ნიშნავს, რომ კარნავალი იწყება. ყოველ კარნავალს საკუთარი რეი მომო ჰყავს, რომელსაც ხშირად ქალაქის გასაღებს აბარებენ. ტრადიციულად, ამ როლის შესასრულებლად დაბალ, მსუქან მამაკაცს ირჩევენ, რადგან პირველი რეი მომო სწორედ ასეთი ფიზიკური აგებულების იყო.
არგენტინასა და ურუგვაიში რეი მომოს წარმოადგენს დიდი, ხშირად მონუმენტური თოჯინა, რომელიც დამზადებულია ხის ან მავთულუს სტრუქტურაზე მიმაგრებული ქაღალდებით. ამ შემთხვევაში, მას პლატფორმის თავზე ამაგრებენ და მთელს ქალაქში დაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ თოჯინაა, ის თავის ტრადიციულ მახასიათებლებს მაინც ინარჩუნებს: ჭრელაჭრულა ტანსაცმელს, გაღიმებულ სახესა და დიდ ღიპს. ფესტივალის დასრულებისას მას წვავენ, მაგრამ ეს ტრადიცია ბოლო დროს მოიშალა, უსაფრთხოების ზომების გამო.
ისტორია
რედაქტირებამომი ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ირონიის ღმერთი იყო. სხვა ღმერთების დაცინვის გამო, ის ოლიმპოს მთიდან გამოაძევეს, რის შემდეგაც მან დედამიწაზე კარნავალი შექმნა.[1]
რიო-დე-ჟანეიროს რეი მომოები
რედაქტირებაყველაზე ცნობილი რეი მომოები რიო-დე-ჟანეიროდან არიან, სადაც ამ ტიტულის ტრადიცია 1933 წლიდან არსებობს.
წელი | სახელი |
---|---|
1933 & 1948 | ქაღალდის თოჯინა |
1949 | გუსტავო მატოსი |
1950 | გუსტავო მატოსი |
1951-1957 | ნელსონ ნობრე |
1958-1971 | აბრაან ადადი |
1972 | ედსონ სერაპინ დე სანტანა |
1973 | ელსონ გომეშ და სილვა |
1974-1982 | ედსონ სერაპინ დე სანტანა |
1983 | პაოლო ვისენტე პაჩელი |
1984 | რობერტო ბარბოზა დე კასტრო |
1985-1986 | ედსონ სერაპინ დე სანტანა |
1987-1995 | რეინალდო დე კარვალიო |
1996 | პაულუ ჩეზარ ბრაგა კამპორი |
1997-2003 | ალექს დე ოლივეირა |
2004 | ვაგნერ ჟორჟ ვანდერსონ სანტუს მონტეირო |
2005 | მარსელო დე ჟესუს რეისი |
2006-2008 | ალექს დე ოლივეირა |
2009 | მილტონ როდრიგესი |
2010 | ლორენ მორეინუ |
სანტუსის რეი მომო
რედაქტირებავალდემარ ესტევეს დე კუნია (დაიბადა 1920 წ[2]) ბრაზილიის ქალაქ სანტუსის რეი მომო იყო ჯერ 1950 — 1956, შემდეგ კი 1958 — 1990 წლებში. დღეისათვის, 92 წლის ასაკში ის მთელს ბრაზილიაში უხუცესი რეი მომოა.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (პორტუგალიური) Rei Momo, le chef du Carnaval დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rio Carnival: World's biggest extravaganza (The Herald -Zimbabwe-, 11 March 2011)
- ↑ Novo Milênio: Tempo de Carnaval (5-a)
- ↑ Novo Milênio: Tempo de Carnaval (5-b)