რეიმონდ დენიელ მანზარეკი (ინგლ. Raymond Daniel Manczarek; დ. 12 თებერვალი, 193920 მაისი, 2013) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, პროდიუსერი, პიანისტი, მწერალი. 1965-1973 წლებში უკრავდა ჯგუფ The Doors-ში. 1977-1978 წლებში მოღვაწეობდა Nite City-ში და 2001 წლიდან გარდაცვალებამდე — Manzarek-Krieger-ში.

რეი მანზარეკი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რეიმონდ დენიელ მანზარეკი
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1939
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1]
წარმოშობა ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
გარდ. თარიღი 20 მაისი, 2013 (74 წლის)
გარდ. ადგილი როზენჰაიმი[1]
ჟანრ(ებ)ი ფსიქოდელიური როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი, ეისიდ-როკი, ჯაზ-ფიუჟენი , ჯაზ-როკი, ფანკი
საქმიანობა მუსიკოსი, პიანისტი, სიმღერების ავტორი.
ინსტრუმენტ(ებ)ი კლავიშებიანი ინსტრუმენტი, გიტარა, პერკუსია, ვოკალი
აქტიური 1961-2013
ლეიბლ(ებ)ი Elektra,
საიტი TheDoors.com
The Official Site of Ray Manzarek
რეი მანზარეკი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

რეი მანზარეკი დაიბადა 1939 წლის 12 თებერვალს. ის არის პოლონური წარმოშობის, მაგრამ დაიბადა და იზრდებოდა ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში, (ილინოისი), ისევე როგორც მისი მშობლები. რეის კალათბურთელობა სურდა. მისი ოცნება ფორვარდობა ან ცენტრში თამაში იყო, მწვრთნელი კი მცველის პოზიციას სთავაზობდა. საბოლოოდ 16 წლის რეიმ დატოვა გუნდი. იგი სწავლობდა ჩიკაგოს წმინდა რიტას უმაღლეს სკოლაში. დაასრულა ჩიკაგოს DePaul University-ის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1962-1965 წლებში მანზარეკი სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტის(UCLA) კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც ფილმზე მუშაობისას შეხვდა სტუდენტ ჯიმ მორისონს. იქვე შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს - დოროთის, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი პაბლო.

მოგვიანებით ჯიმ მორისონი და რეი მანზარეკი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც მორისონმა განაცხადა ის წერდა სიმღერებს, რეიმ კი მოისურვა მათი მოსმენა.

ცნობილია, რომ მანზარეკმა მოისმინა „Moonlight Drive“-ს პირვანდელი ვერსია. მუსიკოსს სიმღერა მოეწონა და გადაწყვიტა მორისონთან ერთად ჯგუფის შექმნა. მოგვიანებით რეი შეხვდა ჯონ დენსმორს (დასარტყმელი საკრავები) და გიტარისტს - რობი კრიგერს. ამრიგად, 1965 წელს მოხდა ჯგუფ The Doors-ის ჩამოყალიბება. 1965 წლის სექტემბერში The Doors-მა ექვს სიმღერიანი დემო ჩაწერა. ის ფართოდ გავრცელდა არალეგალურად და მთლიანად The Doors-ის 1997 წლის ბოქს-სეტში გამოჩნდა.

The Doors-ს პირველი კონტრაქტი Columbia Records-თან ჰქონდა. რამდენიმე თვეში ჯგუფმა გააუქმა კონტრაქტი Columbia Records-თან. მათი შემდეგი კონტრაქტი იყო Elektra Records-თან.

ჯგუფს აკლდა ბას გიტარისტი და რეი მანზარეკი ითავსებდა მას. ძირითადად კი უკრავდა ელექტრო პიანოზე, ასევე-Gibson G-101ზე და ელექტრო ორღანზე (combo organ).

რეი მანზარეკი ასოცირდება სიმღერებთან „Close To You“, „Love Her Madly“, „You Need Meat (Don't Go No Further)“, „Been Down So Long“, ხოლო ჯიმ მორისონის სიკვდილის შემდეგ ალბომებთან Other Voices, Full Circle.

 
რეი მანზარეკი ფესტივალზე,ნიდერლანდი,2010 წელი

რეი მანზარეკი The Doors შემდეგ მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის იყო 1977-1978 წლებში Nite City.

მუსიკოსი ასევე მუშაობდა სკოტ რიჩარდსონთან. 1998 წელს გამოიცა მისი მემუარების წიგნი „Light My Fire: My Life with The Doors“. მისი შემდეგი რომანი, „Snake Moon“ გამოიცა 2006 წელის აპრილში.

2011 წელს იმუშავა გიტარისტ როი როჯერსთან ერთად ალბომზე „Translucent Blues“.

გარდაიცვალა 2013 წლის 20 მაისს.[2]

დისკოგრაფია

რედაქტირება

The Doors-თან ერთად

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მედია
1998 Fresh Air with Terry Gross interview · Manzarek Interview · Article about Ray Manzarek's recent work · Article from the Napa Register · December 2006 interview in Horror Garage magazine · Undercover video interview
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #120576899 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Keyboardist Ray Manzarek of The Doors dies at age 74 (May 13, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 21, 2013. ციტირების თარიღი: May 20, 2013.