ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რეიჩელ ედრი (ებრ. רחל אדרי‎ დ. 15 იანვარი, 1959, ოფაკიმი) — ოფაკიმში მცხოვრები ისრაელის მოქალაქე, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს ოფაკიმში ბრძოლის დროს მძევლად აიყვანეს ჰამასის ტერორისტებმა. თავისი ცივსისხლიანობის, მოხერხებულობისა და სიბრძნის წყალობით, მან გადაარჩინა თავისი და ქმრის დევიდ ედრის სიცოცხლე.

ჯეიმს კლერლი და რეიჩელ ედრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რეიჩელ ედრი დაიბადა 1959 წელს ოფაკიმში. მისი მამა, ნემატუელ კორემი, ემიგრაციაში წავიდა ირანიდან ისრაელში, ის ქვრივი იყო და ჰყავდა შვიდი შვილი. რეიჩელ ედრი ჩავასთან მეორე ქორწინებიდან შეეძინა, რეიჩელის გარდა მეორე ქორწინებიდან მათ კიდევ შვიდი შვილი შეეძინა. ის გაიზარდა 14 შვილიან ოჯახში. 12 წლის ასაკში მან მუშაობა დაიწყო კიბეების დამლაგებლად. სკოლა მე-11 კლასში მიატოვა.

რეიჩელ ედრი ჯარში 102-ე ესკადრილიაში ჰაცერიმის ბაზაზე მდივნად მსახურობდა. 1982 წელს იგი დაქორწინდა დევიდ ედრისზე, რომელიც მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად და ამწეების ოპერატორად.

რეიჩელ ედრი 43 წლის განმავლობაში მუშაობდა ჯარისკაცთა სასადილოში და მაღაზიაში ჯარისკაცებისთვის სამხედრო ბაზაზე. 2023 წლის ივნისში მან საპატიო მედალი მიიღო პრეზიდენტის სახლში გამართულ ცერემონიაზე მრავალი წლის სამსახურისთვის.[1]

რეიჩელ ედრი სამი შვილის დედაა, მისი ორი ვაჟი პოლიციელები არიან. მას ასევე ჰყავს სამი შვილიშვილიც.

ის შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული და ინსულინს იღებს.[1]

ტერორისტების ხელში ჩაგდება

რედაქტირება

6 ოქტომბერს რეიჩელ ედრი დასაძინებლად წავიდა, მეორე დღეს კი ქმრისთვის, რომელიც 7 ოქტომბერს 68 წლის გახდა, ტორტის ყიდვას და დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა, მაგრამ მოვლენებმა სხვა მიმართულება მიიღო.2023 წლის 7 ოქტომბერს, შაბათს, დილის 6:30 საათზე, სიმჩატ-თორას დღესასწაულზე, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჰამასმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა ისრაელზე. სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში ათასობით სარაკეტო გასროლის ფონზე, ასობით ტერორისტმა შეაღწია ისრაელის დასახლებებში და სამხედრო ობიექტებში. ტერორისტები ოფაკიმში დაახლოებით დილის 6:45 წუთზე მივიდნენ და ხოცავდნე ყველას ვინც გზაზე შეხვდებოდათ. ხუთი ტერორისტი, განუწყვეტელი სარაკეტო სროლის ქვეშ, შეიჭრა ედრის წყვილის სახლში, ჩაამტვრიეს მინები, დაამტვრიეს მობილური ტელეფონები და ცოლ-ქმარი მძევლად აიყვანეს. ტერორისტებს დიდძალი იარაღი ჰქონდათ, მათ შორის ყუმბარები, AK-47 ავტომატები და M72 LAW რაკეტა.[2]

რეიჩელ ედრის ესმოდა არაბული და პოლიციის მოსვლამდე საუბრითა და საკვებით გამასპინძლებით, დროის მოგება შეძლო. ტერორისტები სახლში იმყოფებოდნენ დაახლოებით 17-19 საათის განმავლობაში, რა დროსაც გაბედულმა ქალმა იარაღის ლულის ქვეშ [3] მიართვა მათ ფუნთუშები, ყავა და ლანჩი. თავიდან ჰამასის მეომრებმა სთხოვეს ქალს, მისი ნამცხვრები თავად გაესინჯა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოწამლული არ იყო, შემდეგ კი ისინი უფრო დამშვიდდნენ. რეიჩელ ედრი მუდმივად კითხულობდა „Shema Yisrael“.[4] ის რამდენჯერმე წავიდა საჭირო ოთახში და ყოველ ჯერზე ტერორისტი თან ახლდა.

რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ პირველი მცდელობა განახორციელა მძევლების გადასარჩენად, რის შედეგადაც ხუთი ტერორისტიდან ერთი მოკლეს, მეორე კი დაიჭრა. რეიჩელ ედრი მიხვდა, რომ დამპყრობლების აღელვებულ მდგომარეობას შეეძლო უარყოფითად ემოქმედა მისი და მისი ქმრის წინააღმდეგ და ცდილობდა მათ დამშვიდებას. მან დაჭრილს ხელი შეუხვია, სისხლდენა შეაჩერა და წყალი დაალევინა. ამის შემდეგ მან თქვა, რომ დაჭრილი რაღაც ტკბილს იმსახურებდა, პოლიციას სთხოვა მისთვის ქილა ანანასი მიეწოდებინათ და აჭმევდა, სანამ დაჭრილმა არ დაიძინა.

შუადღის ოთხ საათზე რეიჩელ ედრიმ დაინახა, რომ ტერორისტები ისევ ანერვიულოდნენ და მიხვდა, რომ მათ ისევ მოშივდათ, რაზეც შეკითხვის შემდეგ მათაგან დასტური მიიღო. ამის შემდეგ ისევ დააპურა ტერორისტები და ისინიც ცოტა დამშვიდდნენ, რის შედეგადაც მათ სიფხიზლე დაკარგეს და განეიტრალებულნი იქნენ პოლიციის მიერ.[5] ღამის ორ საათზე ჩატარდა მეორე სამაშველო ოპერაცია და ის ედრის წყვილის გათავისუფლებით დასრულდა. ედრის წყვილის გადასარჩენად შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს შორის იყო მათი ვაჟიც, რომელმაც პოლიციას სახლის გეგმა გააცნო. რეიჩელმა თავის პოლიციელ შვილს თითებით ანიშნა რამდენი ტერორისტი იმყოფებოდა მის სახლში.[6][7]

რეზონანსი განთავისუფლების შემდეგ

რედაქტირება

გათავისუფლებისთანავე რეიჩელ ედრიმ ინტერვიუ მისცა ახალ ამბებს. მისმა გმირობის ისტორიამ ის პოპულარული გახადა.[8][9][10] ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კალვერლი მის სახლს ეწვია.[11][12][13] აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის დროს შედგა რეიჩელ ედრი შეხვდა პრეზიდენტთან.[14]

ხალხმა დახატა რეიჩელ ედრის გამოსახულება ქალაქის კედლებზე, [15][16], შეიქმნა კომპიუტერული თამაში მისი შთაგონებით,[17] და ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილ ადამიანების შორის ზოგმა მათგანმა მისი გამოსახულებით ტატუირება გაიკეთა.[18][19]რეიჩელ ედრის პატივი მიაგეს კომიქსების ქსელში სახელწოდებით „რეიჩელის ძალა“, რომელიც მას ასახავს სუპერგმირად, რომელიც კლავს ტერორისტებს საკვებით.[20]

„რეიჩელის ნამცხვრები“

რედაქტირება

„რეიჩელის ქუქიებს“ განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა მედიაში და ისინი მთელ სოციალურ ქსელში გავრცელდა.[21] m’aamoul-ის ფუნთუშები ფინიკების შიგთავსით მოამზადეს რეიჩელმა და მისმა ქალიშვილმა ჰაგიტ კოენმა სიმჩატ-თორის დღესასწაულისთვის[5]. რეიჩელის ამბავი ვირუსულად გავრცელდა. ბევრმა მედიასაშუალებამ დაწერა ქალის გამბედაობაზე და ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა მის მოტივებზე დაყრდნობით დაიწყეს მიმების გამოქვეყნება. მაგალითად, ისრაელის ჯარისკაცი მოდის ზურგჩანთაში ნამცხვრებით, ყავით, ჩაით — „რაღაც რომ ჰქონდეს შესათავაზებლად“.

  1. 1.0 1.1 כך הפכה רחל אדרי, האמא של החיילים בצאלים, לגיבורה של כולנו. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  2. בלב התופת התגלתה גיבורה. קוראים לה רחל אדרי. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  3. Исправление Хавы: Рахель и её печенья. ციტირების თარიღი: 2023-11-17
  4. «20 часов в руках у террористов». Жители Офакима приходят в себя после атаки ХАМАСа. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  5. Карл III позвонил Ицхаку Герцогу. Глава британского МИДа прилетел в Израиль и поехал в Офаким. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-18. ციტირების თარიღი: 2023-11-17
  6. רחל «משכה זמן» עד שחולצה: «הבאתי למחבלים שתייה. פינקתי אותם, צחקתי איתם». ციტირების თარიღი: 2023-11-06
  7. ניצחה את המחבלים עם קפה ועוגיות: רחל מאופקים הפכה לכוכבת ברשת. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  8. חזקה מול חמאס: קבלו אותה — רחל מאופקים. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  9. Рахель из Офакима спаслась из плена ХАМАСа благодаря печенью. Рецепт. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  10. С печеньем против ХАМАСа: как на самом деле спаслась из плена Рахель из Офакима. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  11. ביקור הזדהות עם ישראל: שר החוץ הבריטי הגיע לאופקים. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  12. חדשות, חדשות פוליטי מדיני שר החוץ של בריטניה ביקר באופקים ונחשף לזוועות. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  13. [14]
  14. ביידן ייפגש בארץ עם רחל אדרי מאופקים. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  15. אשת חיל: עושים כבוד לרחל אדרי מאופקים (והעוגיות שלה). ციტირების თარიღი: 2023-11-06
  16. В Хайфе увековечили подвиг Рахели из Офаким. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  17. משחק חדש ברשת: רחל מאופקים זורקת עוגיות על מחבלים. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  18. רחל מאופקים זוכה למחווה של כוכבים גדולים. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  19. ניצל מהטבח ברעים — וקיעקע על גופו את תאריך וסמל המסיבה. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  20. משחק חדש ברשת: רחל מאופקים זורקת עוגיות על מחבלים. ციტირების თარიღი: 2023-11-06
  21. С печеньем против ХАМАСа: как на самом деле спаслась из плена Рахель из Офакима. ციტირების თარიღი: 2023-11-17
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეიჩელ_ედრი“-დან