რევაზ შავლოხაშვილი

რევაზ შავლოხაშვილი (დ, 25 ივლისი, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი.

რევაზ შავლოხაშვილი
დაბადების თარიღი 25 ივლისი, 1964 (1964-07-25) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1964 წლის 25 ივლისს, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით. 1986-1987 წლებში იყო თბილისის საავიაციო გაერთიანების დიმიტროვის სახელობის ქარხნის მთავარი ტექნოლოგის განყოფილების ინჟინერ-ტექნოლოგი და კონსტრუქტორი. 1987-1988 წლებში — თბილისის საავიაციო გაერთიანების დიმიტროვის სახელობის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორი. 1988-1989 წლებში — თბილისის საავიაციო გაერთიანების დიმიტროვის სახელობის ქარხანის მექანიკური საამქროს უფროსი ინჟინერი. 1989-1991 წლებში ამავე ქარხნის მე-17 საამქროს განყოფილების უფროსი. 1991-1994 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მარნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1994-1995 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი. 1995-1996 წლებში — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნარკომანიის სამმართველოს უფროსი. 1996-2000 წლებში — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის ორგანიზებული დანაშაულის რეკეტისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომელი. 2000-2002 წლებში იყო დმანისის რაიონის პოლიციის უფროსი, 2002-2004 წლებში — თეთრიწყაროს რაიონის პოლიციის უფროსი, 2004-2005 წლებში კი გარდაბნის რაიონის პოლიციის უფროსი. 2005-2006 წლებში — რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსი. 2006-2008 წლებში იკავებდა ქვემო ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობას. 2008 წელს იყო წალკის რაიონის პოლიციის უფროსი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 69,37% მიიღო (5607 ხმა) და პირველი ადგილი დაიკავა.[1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (წალკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება