რევაზ კაპანაძე
რევაზ კაპანაძე (დ. 22 აპრილი, 1924, ჭიათურა — გ. 8 ივნისი, 2024, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.
რევაზ კაპანაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 აპრილი, 1924 |
დაბ. ადგილი | ჭიათურა |
გარდ. თარიღი | 8 ივნისი, 2024 (100 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ხალხთა მეგობრობის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1948–1951 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი. 1952–1953 წლებში თბილისის პირველი კლინიკური ტუბერკულოზის საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე. 1953–1957 წლებში მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1957–1960 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1960–1968 წლებში განყოფილების გამგე. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში.[1] ავტორია 182 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს“, დაიცვა 1957 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში“, დაიცვა 1966 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 1981 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1964 — საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ზოგადი პათოლოგიური ანატომია, თბილისი, 2006, გვ. 104
- სქესის გავლენა ინტაქტური თირკმლის მორფოლოგიურ სურათზე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში, თბილისი, კვარი, 1995, გვ. 64
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 140
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა“. 1TV. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)