რევაზ გამყრელიძე

ქართველი მათემატიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამყრელიძე.

რევაზ ვალერის ძე გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი, 1927, ქუთაისი) — საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მათემატიკოსი, თამაზ გამყრელიძის ძმა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).

რევაზ გამყრელიძე
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1927(1927-02-04) (97 წლის) ან 1927[1]
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და MSU Faculty of Mechanics and Mathematics
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინური პრემია

რევაზ გამყრელიძე 1945-1946 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1946 წლიდან კი სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. აქ იგი ლევ პონტრიაგინის მოსწავლე იყო და თავდაპირველად ტოპოლოგიასა და ალგებრულ გეომეტრიას სწავლობდა. 1953 წელს გახდა მეცნიერებათა კანდიდატი, 1961 წელს კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1953 წლიდან იგი მუშაობს სტეკლოვის ინსტიტუტში, სადაც 1988-1998 წლებში დიფერენციალური განტოლებებისა და კონტროლის თეორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

1955 წლიდან ლევ პონტრიაგინთან ერთად იგი ავითარებდა ოპტიმალურ კონტროლის თეორიას. მისმა წიგნმა ამ თეორიის შესახებ 1962 წელს ლენინის პრემია მოიპოვა. ოპტიმალური კონტროლის თეორია წარმოადგენდა მათემატიკურ მიდგომას თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის ოპტიმალური ასაფრენი ბილიკის შექმნასთან დაკავშირებით.

რევაზ გამყრელიძე არის დამფუძნებელი რედაქტორი მათემატიკური მეცნიერებების ენციკლოპედიისა (Encyclopedia of Mathematical Sciences).

1969 წლიდან რევაზ გამყრელიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია, 1981 წლიდან კი პარალელურად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრიც. 1980 წლიდან იგი ფლობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის პრემიას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 669.
  • Wladimir Grigorjewitsch Boltjanski, Lew Pontrjagin, Gamkrelidze, Mischenko Mathematische Theorie optimaler Prozesse, Oldenbourg, München, 1967 (გერმანული) (ინგლისური გამოცემა: Mathematical Theory of Optimal Processes, Interscience 1962)
  • Principles of Optimal Control, Plenum Press 1978 (ინგლისური)
  • Discovery of the maximum principle,in Bolibruch, Osipov, Sinai (Herausgeber) Mathematical Events of the Twentieth Century, Springer 2006, გვ. 85 (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Czech National Authority Database