რევაზ ბეშიძე

ქართველი დიპლომატი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რევაზ ბეშიძე (დ. 5 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. მიიღო განათლება ქალაქ სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლაში 1966-1976 წწ. შემდგომი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სპეციალობით გეოგრაფია 1976-1982 წლებში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში 1986-1990 წლებში. აქვს დასრულებული ნატოს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსი (რომი, 1998-1999 წლებში). სწავლობდა აშშს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრში, უმაღლესი კურსზე, გერმანია (გარმიშ-პატერკინხენი, 2000 წელი). იყო ნატოს სტიპენდიატი (ბრიუსელი, 2000-2002 წლებში). დაასრულა დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების სრული კურსი (ლონდონი, 2005 წელი).

რევაზ ბეშიძე
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი 1959
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
საიტი www.japan.mfa.gov.ge

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

01.12.1982-01.10.1983 იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ატოლის“ სოხუმის ფილიალი-ინჟინერი. 01.10.1983–01.05.1989 მუშაობდა როგორც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ლაბორანტი; მასწავლებელი. 01.05.1989-10.1096 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. დოცენტი, გეოგრაფიის კათედრის გამგე. 05.11.1996–22.11.1996 მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს მე-III მდივანად. 1922.11.96–01.04.1997 იყო სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 01.08.1997–26.03.1998 გახდა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი. 26.03.1998–01.11.1998 იყო სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი. 01.11.1998–17.05.2000 მუშაობდა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 17.05.2000–06.07.2004 იყო სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

დიპლომატიური რანგი

რედაქტირება

1999–2004 წლებში იყო სამხედრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1997-2009 წლებშისაქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების წევრი: ეუთო-ს, ნატო/ეაპს-ის, დსთ-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე. 1998–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს დელეგაციის წევრად უსაფრთხოების დიალოგში: აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, უკრაინასთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რევაზ_ბეშიძე“-დან