რევაზ ადამია
რევაზ ადამია (დ. 20 ივლისი 1952, თბილისი — გ. 4 მარტი, 2014) — ქართველი ბიოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
რევაზ ადამია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1952 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 4 მარტი, 2014 (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ავსტრია |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი |
1974 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1974 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: 1974-1979 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგი“ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1979-1982 წლებში იყო უფროსი მეცნიერ თანამშრომლი. 1982-1988 წლებში იყო სექტორის ხელმძღვანელი, ხოლო 1988 წლიდან ლაბორატორიის უფროსი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1993-1995 წლებში რევაზ ადამია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის მდივანი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მეხუთე მოწვევის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარული), საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი .
1995-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2001 წლებში არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 1992-2001 წლებში რევაზ ადამია იყო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წამყვანი წევრი და 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 2002-2006 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რევაზ ადამია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- რევაზ ადამია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი