რაჯ სტივენი
რაჯ სტივენი (დ. 2 აგვისტო, 1984) — აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი, მენტორი და მთხრობელი.
რაჯ სტივენი | |
---|---|
დაიბადა | 2 აგვისტო, 1984 სუმგაითი, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
საქმიანობა | ფოტოგრაფი |
ბიოგრაფია
რედაქტირებარაჯ სტივენი დაიბადა სუმგაითში, 1984 წლის 2 აგვისტოს. საშუალო სკოლაში 1990 წელს ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი წარმოშობით გერმანელი იყო, საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთ ძალაუფლების სტრუქტურაში მუშაობდა. დედამისი მუსიკის მასწავლებელი იყო დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონიდან. სკოლაში შესვლის შემდეგ, დედამისმა სტივენი 5-წლიან პიანინოს კლასში გააგზავნა, სადაც სტივენი ამ დროის განმავლობაში პიანინოს სწავლობდა.
შემთხვევითი არ არის, რომ ერთ-ერთი ფორტეპიანოს შეჯიბრში გამარჯვებისას საჩუქრად მას ვიზორის ბრენდის კამერას ჩუქნიან. რომლითაც შემდგომ ყოველდღიურად ფოტოებს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორობის სწავლა აირჩია, ფარულად ფოტოგრაფიის სფეროსაც ეუფლებოდა. ამრიგად, იგი თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტში ფოტოგრაფიის შესწავლას იწყებს. ინტერესს იჩენს სხვა ენების შესწავლის მიმართაც.
ის დაიბადა გერმანულ ოჯახში. გარდა ინგლისურისა და გერმანული ენების ცოდნისა, მან ავღანეთში სამშვიდობო ძალებში მსახურობისას, სპარსული ენაც შეისწავლა.
სიტყვა, რომელსაც ის ყოველთვის ამბობს სემინარებზე, არასოდეს ექცევა სტუდენტების ყურადღების მიღმა. მისი აზრით, ფოტოგრაფები ისტორიას წერენ.
პოლიტიკაში თუ სხვა მხრივ, ის ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. უტარებდა გაკვეთილებს აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთსა და შუა აზიის ქვეყნებში მცხოვრებ ფოტოგრაფიის მოყვარულ ადამიანებს. მისი სტუდენტები საკუთარ ქვეყანაში ცნობილი და წარმატებული ფოტოფრაფები არიან. რაჯ სტივენი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაინტერესებული იყო ფსიქოლოგიით და სოციოლოგიით. ამჟამად წერს წიგნს სოციალური ჯანმრთელობის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე.
კარიერა
რედაქტირება2001 წელს ჩაირიცხა მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე, სტამბოლში, თურქეთში. უნივერსიტეტში სწავლა წარმატებით დაასრულა 2005 წელს. 2005–2006 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე მასტერკლასში, რომლებიც შვედეთში გაიმართა, ამ მასტერკლასების ფარგლებში მან მრავალი რამ შეისწავლა. 2006 წლიდან დაიწყო პროფესიონალური ფოტოგრაფიული საქმიანობა. 2006-2007 წლებში იგი ეწვია ირანის ისლამურ რესპუბლიკას ფოტოგრაფიის დისერტაციისთვის, იქ გაეცნო ადგილობრივ მცხოვრებთა და უმცირესობების კულტურას, ცხოვრების წესს, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც მან ოსტატურად ასახა მის მიერ გადაღებულ ფოტოებში.
2007 წელს თურქეთში გაემგზავრა, სადაც ასევე განაგრძო ფოტოფრაფიული საქმიანობა. გარდა ამისა, გაეცნო სოციოლოგიას და ფსიქოლოგიას, ესწრებოდა ადგილობრივი პროფესიონალი მასწავლებლების გაკვეთილებს. 2009 წლის ოქტომბერში ბაქოში დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ANS Press TV-სა და რადიო მაუწყებლობის კომპანიაში. მან საკუთარი ბიზნესი 2010 წელს წამოიწყო და იმავე წელს დააარსა კომპანია „სილვერი“, რომელიც დღემდე აგრძელებს არსებობას. დრო და დრო ასევე ატარებდა ფოტოგრაფიულ გამოფენებს.
2016 წლიდან ასწავლის ფოტოგრაფიის სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საკითხებს.
2017 წელს მან გამართა მასტერკლასი თემაზე „არქიტექტურული ფოტოგრაფია“, რომელიც გაიმართა სტამბოლში, თურქეთში, ხოლო 2018 წელს მასტერკლასი თემაზე ფოტოტექნიკა, რომელიც დააორგანიზა კომპანია ქენონ აზერბაიჯანმა.
2018 წელს მან დააარსა რაჯ სტივენის ფოტოგრაფიის სკოლა. ყოველი წლის გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებში, ორი თვის განმავლობაში, ის ასწავლის მოყვარულებს და ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ ამ ხელოვნების სიღრმისეულად შესწავლა. დღემდე ასობით სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და ბევრი მათგანი ახლა წარმატებულიც კი არის ფოტოგრაფიულ სივრცეში.
გამოქვეყნებული ნამუშევრები
რედაქტირება- 2014 — „Discovery Azerbaijan“ – აზერბაიჯანული ბუნება.
- 2016 წელი — „V-Nine Fashion Project“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინსტაგრამი
- რაჯ სტივენის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-10-24 საიტზე Wayback Machine.
- TexnoPolis December 7,2019 – Raj Steven, fotoqraf YouTube-ზე
- Raj Steven və Fəxriyyə Məmmədova (Fotomən) YouTube-ზე
- Raj Steven – My Beloved (piano cover) YouTube-ზე
- "Аромат любви" азербайджанского певца (ВИДЕО)
- «მხატვარი გოგონა»: Азербайджанская художница снялась в пикантной фотосессии დაარქივებული 2021-10-24 საიტზე Wayback Machine.
- В ходе работы над видео фотографом Раџом Стивеном была снята промо-фотосесия клипа "Sevgi ətri" с участием главных героев видео П. Н. Эфендиевой, над образами которых работали стилисти Эльнур Гасанов и Пярвиз Велизаде.