რაჩია ნერსესიანი
რაჩია ნერსესის ძე ნერსესიანი (დ. 24 ნოემბერი [ძვ. სტ. 12 ნოემბერი], 1895, ნიკამედია, ახლანდელი იზმითი, თურქეთი — გ. 6 ნოემბერი, 1961, ერევანი) — სომეხი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1956).
1915 წლიდან მონაწილეობდა სომხეთის დრამატულ დასების სპექტაკლებში, თურქეთში. 1923 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური დრამის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ, სახასიათო და გროტესკულ როლებს: მაკბეთი, ფალსტაფი, ოტელო (შექსპირის „მაკბეთი“, „უინძორელი მხიარული ქალები“, „ოტელო“), პეპო (სუნდუკიანის „პეპო“) და სხვა. 1920 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: პეპო („პეპო“, 1935), აკოფიანი („ზანგეზური“, 1938; II ხარისხის სტალინური პრემია, 1941) და სხვა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 394.