რაშიზმი

რუსული ფაშისტური იდეოლოგია

რაშიზმი (ინგლ. Rashism/Ruscism, რუს. рашизм), ასევე გამოიყენება ტერმინი რუსიზმი — ნეოლოგიზმი, რომელიც ძირითადად გამოიყენება უკრაინული მედიის მიერ XXI საუკუნის პირველ მეოთხედში ვლადიმირ პუტინის მმართველობისას რუსეთის პოლიტიკური იდეოლოგიისა და პრაქტიკის აღსაწერად, რომელიც ეფუძნება იდეებს რუსეთის „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიაზე“, როგორიცაა „მოძმე ერების უფროსობა“ ან „მოსკოვი როგორც მესამე რომი“.[1][2][3][4] ის ემყარება რუსეთის იმპერიულ და საბჭოთა მემკვიდრეობას, მათ შორის საბჭოთა კავშირის როლს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ზნეობრივ დოქტრინასა და „რუსული სამყაროს“ კონცეფციას.[5][6][7] ტერმინი აქტუალური გახდა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებში 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინის მიერ „სპეცილური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიზნებად უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“ დასახელდა.

განადგურებული რუსული MT-LB და მსაზე დახატული „Z“ სიმბოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრისას. „Z“ სიმბოლოს ფართოდ იყენებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები და ომის მხარდამჭერი რუსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ტერმინმა არაოფიციალურ გავრცელება ფართო წრეებში 2008 წელს ჰპოვა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.[8] ამ ტერმინის გავრცელების განმეორებითი ტალღა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად Boeing 777 თვითმფრინავის ჩამოგდებისა და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს დაიწყო.[9][10][11][12]

ტერმინი პირველად აღნიშნული იყო გერცენის მიერ რომანში „წარსული და ფიქრები“ (1868), „რუსეთიზმის“ ფორმით. ტერმინ „რაშიზმის“ („რუსიზმის“ ფორმით) იდეოლოგიური აღორძინების ავტორია იჩკერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ქმედებებში მის გამოხატულებას ხედავდა.[13][14][15] 1995 წელს დუდაევმა აღნიშნა, რომ „რუსიზმი – ეს კაცმოძულე იდეოლოგიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც დაფუძნებულია დიდმპყრობელურ შოვინიზმზე, სრულ უსულობასა და ამორალურობაზე... მოქმედების პრინციპია ყველაფერი ცოცხალის განადგურება, დამწვარი მიწის ტაკტიკა. გამოირჩევა მსოფლიო ბატონობის შიზოფრენიული ფორმით. ფლობს მონურ ფსიოლოგიას, პარაზიტირებს ტყუილ ისტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩაგრულ ხალხებზე. რუსიზმი პოლიტიკურად ხასიათდება მუდმივი იურიდიულ-სამართლბრივი და იდეოლოგიური ტერორიზმით“.

2022 წლის 23 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რასაც რუსეთი შვება არა ნაციზმი, არამედ რაშიზმია, ეს ახალი კონცეფცია ისტორიის წიგნებში იქნება“.[16]

ძირითადი ნიშნები და თვისებები

რედაქტირება

გარკვეული მტკიცებებით, რაშიზმის, რომელიც უკვე სრულად ჩამოყალიბდა ოფიციალურ იდეოლოგიად, საფუძვლად დევს სამართლის ძალის უარყოფა და ძალის უფლების მტკიცება, უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტის მიმართ და თვითდამკვიდრება განუკითხაობისა და ძალადობის ხარჯზე.[17][18] იმის მიუხედავად, რომ ეს თვისებები დამახასიათებელია რუსეთის ხელისუფლებისათვის, იგი მემკვიდრეობით გადმოღებულია ოქროს ურდოსგან. რაშიზმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია რუსების, როგორც „ღვთის რჩეულთა“ ერის შესახებ.[19][20]

რუსი ისტორიკოსის ალექსანდრე სკობოვის აზრით, რაშიზმი წარმოადგენს დიდმპყრობელური რუსული შოვინიზმის, საბჭოურ წარსულზე ნოსტალგიისა და ცრუმორწმუნეობრივი მართლმადიდებლობის ეკლექტიკურ ნარევს. აგრეთვე, რაშიზმი ხასიათდება პიროვნებისადმი უპატივცემლობით, პიროვნების უმრავლესობაში „დაკარგვისა“ და უმცირესობების დათრგუნვისადმი სწრაფვით. რაშიზმს ახასიათებს ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესებისადმი, ვინაიდან „ყოველივე ეს მხოლოდ ნატიფი მანიპულაციების ინსტრუმენტია“ (თავად რაშიზმი უპირატესობას ანიჭებს უხეშ მანიპულაციებს). რაშიზმი გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „სახალხო სული“ და „უზენაესი საერთო ინტერესი“ ვლინდება არა ფორმალიზებული არჩევითი მექანიზმებით, არამედ ირაციონალურად, მისტიკურად - ბელადის მეშვეობით. ბელადმა შეძლო გამხდარიყო ასეთი იმიტომ, რომ მოახერხა ყველა დანარჩენის დამარცხება.[17][21][22][23]

პოლიტოლოგი რუსლან კლუჩნიკი აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა ცდილობს ააგოს საკუთარი „სუვერენული დემოკრატია“ დასავლურ სტანდარტების გარეშე, სახელმწიფოს შექმნის რუსული ტრადიციების გათვალისწინებით.[24]

 
რუსების მიერ უკრაინაში შეჭრის დროს სამხედრო ტექნიკაზე დატანილი განმასხვავებელი სიმბოლო

ომის სიმბოლოს სახით ასო „Z“ გამოიყენებოდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის ნიშნად. ჩეხეთის მთავრობამ ნიშანი „Z“, როგორც ნაცისტური სვასტიკის ექვივალენტი შეაფასა, მაშინ, როდესაც ყირგიზეთმა და ყაზახეთმა აკრძალეს „Z“ სიმბოლოების საჯარო გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებზე.[25][26]

ზოგადად სიმბოლო „Z“ პროპუტინისტურმა და პროსამხერდო სამოქალაქო პირებმა, როგორც პუტინისადმი სიყვარულისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოვლინება მიიღეს. მაგალითად, კუზბასის გუბერნატორმა, სერგეი ცივილევმა, შეცვალა ოლქის დასახელება და ჩაანაცვლა რუსული „з“ ლათინურ ასო „Z“-თი (კუZბასი). სხვა მაგალითია: როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა დაიწყო საკუთარი გვარის დაწერა როგორც „როგოZინი“.[27][28]

ადგილობრივმა საქალაქო საბჭოებმა რუსეთში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი ფლეშმობები დაიწყეს, სადაც გამოსაჩენ ადგილზე გამოსახული იყო სიმბოლო Z. რუსული პროპაგანდისტული მასმედია აზიარებდა სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ვიდეორგოლებს, რომლებზეც აღბეჭდილია „Z“ სიმბოლოიანი შავ პერანგებში ჩაცმული ახალგაზრდების ფლეშმობი, რომლებიც გაიძახიან „რუსეთისათვის, პუტინისათვის!“. სახელმწიფო დუმის წევრმა, მარია ბუტინამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად დაიხატა ასო „Z“ თავის პიჯაკზე და მოუწოდა სხვებს ასევე მოიქცნენ.[29][30]

  1. რა არის რაშიზმი? (აპრილი 06, 2022).
  2. Gregor, A. James (1998). „Fascism and the New Russian Nationalism“. Communist and Post-Communist Studies. 31 (1): 1–15. doi:10.1016/S0967-067X(97)00025-1. ISSN 0967-067X. JSTOR 48609343.
  3. Is Putin's Russia Fascist? en-US (23 April 2015). ციტირების თარიღი: 26 February 2022
  4. The antisemitism animating Putin's claim to 'denazify' Ukraine | Jason Stanley en (26 February 2022). ციტირების თარიღი: 26 February 2022
  5. Jason Stanley. The antisemitism animating Putin’s claim to ‘denazify’ Ukraine. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  6. Професор Олег Гринів: РАШИЗМ ІЗ ПРИЦІЛОМ НА УКРАЇНОЦИД. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27-06-2015. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  7. Идеология рашизма должна быть осуждена миром, как нацизм и фашизм – историк. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12-03-2022. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  8. Росія і рашисти: хто стоїть за спиною Путіна | Expres.online. ციტირების თარიღი: 10-03-2022
  9. НАСТОЯЩИЙ «РАШИЗМ»: В РОССИИ СОСТАВЛЯЮТ СПИСКИ ЕВРЕЕВ, КОТОРЫХ НУЖНО ДЕПОРТИРОВАТЬ КАК «НЕСОГЛАСНЫХ» С ПУТИНЫМ. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  10. Ігор Гулик. Рашизм. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24-09-2015. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  11. Остановить рашизм. Новый урок для мира. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  12. Томенко назвал борьбу с "рашизмом" новым серьезным мировым испытанием. Obozrevatel. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  13. Русизм - шизофреническая форма мании мирового господства. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  14. Джохар Дудаев: О "РУСИЗМЕ", 1995 г. "ВЗГЛЯД".. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  15. Джохар Дудаев еще в 1995 году предупреждал, что русизм – страшнее фашизма и нацизма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25-03-2021. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  16. Rashism is a concept that will be in history books, in conditional wikipedias, will remain in the lessons - Zelenskyy uk (2022-04-23). ციტირების თარიღი: 2022-04-23
  17. 17.0 17.1 Александр Скобов. Циммервальдская левая. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  18. Katlijn Malfliet, Ria Laenen. Elusive Russia: Current Developments in Russian State Identity and Institutional Reform under President Putin. ციტირების თარიღი: 25-03-2022. 
  19. Суть и природа российской власти в 2х минутах - историк РАН Юрий Пивоваров. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  20. Враг у ворот: идеология как способ оправдаться. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22-04-2022. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  21. Обезьяна с гранатой: Александр Скобов о путинском фашизме. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  22. Pro Aris et Focis : За алтари и очаги!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04-05-2022. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  23. Агония. Кремлевская элита перед лицом революции. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  24. Розвиток теорії та практики демократії: ретроспективний аналіз. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05-09-2014. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  25. Amazon sells clothes with Russian military Z symbol. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  26. Автомобили с буквой Z замечены в Уральске и Шымкенте. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  27. Decoding the 'Z' — the mysterious Russian military symbol that's been co-opted by Russia's nationalist movement. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  28. Una «Z» sulla porta di casa vuol dire fine della vita in Russia. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  29. Why has the letter Z become the symbol of war for Russia?. ციტირების თარიღი: 25-03-2022
  30. Russian tanks emblazoned with 'Z' were first spotted on Ukraine's border. Here's how the letter became a pro-war symbol. ციტირების თარიღი: 25-03-2022