რაშიდ აბდულ ჰამიდ ქარამე (არაბ. رشيد كرامي; დ. 30 დეკემბერი, 1921, ტრიპოლი, ლიბანი — გ. 1 ივნისი, 1987, ლიბანი) — ლიბანის პოლიტიკური მოღვაწე. 8-ჯერ (1955-1956, 1958-1960, 1961-1964, 1965-1966, 1966-1968, 1969-1970, 1975-1976, 1984-1987 წწ.) ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ითააშა უმნიშვნელოვანესი როლი ლიბანის მუსულმანური საზოგადოების განვითარებაში.

ქვეყნის 8-გზის პრემიერ-მინისტრი რაშიდ ქარამე

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაშიდ ქარამე აბდულ ჰამიდ ქარამეს, ლიბანის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერის, უფროსი შვილია. აბდულ რაშიდ ქარამეს პრემიერის თანამდებობაც ეკავა 1945 წელს.რაშიდის უმცროს ძმას ომარ ქარამეს სამჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა (უკანასკნელად 2004-2005 წლებში).

რაშიდ ქარამემ დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის ხარისხით და მუშაობა დაიწყო იურისტად ტრიპოლში. ლიბანის ეროვნული კრების დეპუტატი გახდა 1951 წელს, მას შემდეგ რაც მამამისის გარდაცვალების შემდეგ დეპუტატის ადგილი გახდა ვაკანტური. ამავე წელს ჰუსეინ ალ-ოვეინის მთავრობაში დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა. 1953 წელს კი ეკონომიკისა და სოციალური საკითხების მინისტრია აბდალ ელ-იაფის მთავრობაში.

რაშიდ ქარამეს დამოკიდებულება ლიბანის პრეზიდენტებთან, რომლებიც მუდმივად იყვნენ ქრისტიანი მარონიტები, იყო რთული და მშფოთვარე. მიუხედავად ამისა ქარამეს რვაჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. გარდა ამისა 1969 და 1984-1987 წლებში იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პოლიტიკა

რედაქტირება

ქარამე იყო მუსულმანური საზოგადოების გაძლიერების მომხრე, ქვეყანაში სადაც ქრისტიანი-მარონიტები დომინირებდნენ. 1950-იან წლებში მან მხარი დაუჭირა ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის პან-არაბულ მოძრაობას.

პირველად იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა პრეზიდენტმა ქამილ შამუნმა 1955 წლის 19 სექტემბერს. მაგრამ უკვე მომდევნო წელს, სუეცის კრიზისის დროს იგი გამოვიდა ისრაელისა და დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მათ მხარეს იყო. შამუნთან კონფლიქტი გაძლიერდა 1958 წლის ლიბანის კრიზისის დროს, როდესაც ლიბანში მოხდა ნასერის პანარაბიზმის მომხრეთა აჯანყება. აჯანყება ჩაახშეს ამერიკის საზღვაო ძალების დახმარებით. ეროვნული ერთიანობის ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგა რაშიდ ქარამე, ხოლო ქამნ შამუნი გადადგა. მისი მემკვიდრე გახდა ფუად შეჰაბი.

არაბულ-ებრაულ კონფლიქტში ქარამემ დაიჭირა პალესტინელების მხარე და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ, რამაც გააღიზიანა მარონიტი პოლიტიკოსები. მათ შორის შეჯახებების შედეგად 1970 წელს იგი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მალევე დაუბრუნდა თანამდებობას. ამავე წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა მისი მტერი სულეიმან ფრანჟიე, შედეგად რაშიდ ქარამე კვლავ გადადგა. იგი შეცვალა საიბ სალამმა.

სამოქალაქო ომი

რედაქტირება

1975 წლის აპრილში ლიბანში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ჩართული იყო ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ყველა წარმომადგენელი. ბრძოლა მიმდინარეობდა პრეზიდენტისა და პრემიერის მომხრეებს შორის. პრეზიდენტმა სულეიმან ფრანჟიემ თანადებობიდან დაითხოვა პრემიერი რაშიდ ელ-სოლჰი და მოუწოდა რაშიდ ქარამეს ახალი მთვარობის ფორმირებისაკენ. ქარამემ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა პალესტინელებისათვის და მხარი დაუჭირა სირიის ინტერვენციას 1976 წელს ლიბანში. ქარამემ თავისი კავშირების მიუხედავად ვერ შეძლო ომის შეჩერება და 1976 წლის დეკემბერში კვლავ გადადგა. ახალმა პრეზიდენტმა ილიას სარკისმა პრემიერად კვლავ სელიმ ჰოსი დანიშნა.

1970-იანი წლების ბოლოს ქარამე შეურიგდა სულეიმან ფრანჟიეს და მასთან და ვალიდ ჯუმბლატთან ერთად ჩამოაყალიბა ეროვნული ხსნის ფრონტი პროსირიული კოალიცია.

მკვლელობა

რედაქტირება

1984 წლის აპრილში შვეიცარიის კონფერენციის შემდეგ რაშიდ ქარამე მერვე ვადით გახდა პრემიერი. სათავეში ჩაუდგა ეროვნული შერიგების მთავრობას. ამ პერიოდში სირიის გავლენა გაძლიერებულია 1982 წელს ისრაელის ჯარების გასვლის შემდეგ.

იმის გამო რომ შეთანხმების პროცესი უარყო რაშიდ ქარამემ პრეზიდენტმა ამინ ჟმაიელმა მოიტხოვა მისი გადაყენება, მაგრამ ალტერნატივის არ ქონის გამო მის გადაყენებაზე უარი თქვა.

ამ ამბებიდან ერთი თვის შემდეგ ქარამე დაიღუპება ბომბის აფეთქების შედეგად, რომელიც მისი სავარძლის საზურგეში იყო დამონტაჟებული. იგი იყო აფეთქების ერთადერთი მსხვერპლი. პრეზიდენტმა დაღუპული ქარამეს ნაცვლად პრემიერად დანიშნა სელიმ ჰოსი.

1999 წელს ქარამეს მკვლელობისთვის გაასამართლეს სამირ ჯააჯაა და ათი ლიბანელი ქრისტიანი. 2005 წელს სირიის ჯარების გასვლისთანავე იგი შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება