ფუად შეჰაბი
ფუად შეჰაბი (არაბ. فؤاد شهاب; დ. 19 მარტი, 1902 — გ. 25 აპრილი, 1973) — ლიბანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ლიბანის პრეზიდენტი 1958-1964 წლებში.
ფუად შეჰაბი | |
ლიბანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 სექტემბერი, 1952 – 23 სექტემბერი, 1952 | |
წინამორბედი | ბიშარა ელ-ხური |
მემკვიდრე | ქამილ შამუნი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 სექტემბერი, 1958 – 22 სექტემბერი, 1964 | |
წინამორბედი | ქამილ შამუნი |
მემკვიდრე | შარლ ჰელუ |
დაბადებული | 19 მარტი, 1902 ბეირუთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 25 აპრილი, 1973 ბეირუთი, ლიბანი |
რელიგია | მარონიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმოშობით გავლენიანი შეჰაბის კლანიდანაა. დაიბადა ბეირუთში 1902 წლის 19 მარტს. 1945 წელს გახდა ლიბანის შეიარაღებული ძალების მეთაური[1]. 1952 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს, როგორც შეიარაღებული ძალების მეთაურმა, აუკრძალა არმიას ჩარეულიყო არეულობაში, რომელმაც გამოიწვია პრეზიდენტ ბიშარა ელ-ხურის გადადგომა. ბიშარა ელ-ხურის გადადგომის შემდეგ ფუად შეჰაბი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ოთხი დღის შემდეგ ლიბანის პარლამენტმა პრეზიდენტად აირჩია ქამილ შამუნი.
1958 წლის ლიბანის კრიზისის დროს ამერიკის არმიამ შეძლო სწრაფად გაეკონტროლებინათ სიტუაცია ქვეყანაში[2], რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ქვეყანაში გამოაგზავნა დიპლომატი რობერტ მერფი თავისი პირადი წარმომადგენლის რანგში. ამერიკელმა დიპლომატმა დაარწმუნა პრეზიდენტი ქამილ შამუნი, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან. მან ასევე დიდი როლი ითააშა ფუად შეჰაბის პრეზიდენტად არჩევის საქმეში. შეჰაბის პიროვნებაზე შეთანხმდნენ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალები და 1958 წლის 23 სექტემბერს აირჩიეს ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე. თანამდებობაზე მოსვლის დროს შეჰაფმა განაცხადა „რევოლუციას არ ჰყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები“.
1960 წელს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური გახდა და არსებობდა ყველა წინაპირობა რეფორმების გატარებისათვის. შეჰაბი ამ დროს გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან, მაგრამ ლიბანის პარლამენტის წევრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაბრუნდა და თანამდებობაზე დარჩა ვადის გასვლამდე. 1961 წელა მან აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სირიის სოციალური ნაციონალური პარტიის მიერ განხორციელებული, გააძლიერა ლიბანის დაზვერვისა და უსაფრთხოების ორგანოები, რითაც ხელი შეუშალა უცხო ქვეყნების ჩარევას ლიბანის საშინაო საქმეებში.
შეჰაბის პოლიტიკის ძირითადი ხაზი იყო შეენარჩუნებინა ბალანსი და ჰარმონია ქვეყნის ქრისტიან და მუსულმან მოსახლეობას შორის. მისმა პოლიტიკურმა პრინციპმა - დიალოგი და ზომიერება - მიიღო „შიჰაბიზმის“ სახელწოდება. ფუად შეჰაბი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით საკუთარ ქვეყანაში. ცნობილი იყო, როგორც პატიოსანი და წესიერი კაცი.
1964 წელს მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოიწურა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი მის კანდიდატურად განიხილავდა საუკეთესო ვარიანტად სტაბილურობისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისათვის. მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რმ შეეცვალათ კონსტიტუცია, რათა ფუად შეჰაბს უფლება ჰქონოდა კენჭი ეყარა მეორე ვადითაც (ლიბანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ შეეძლო მეორე ვადით ზედიზედ დაეკავებინა თანამდებობა), მაგრამ თავად ფუად შიჰაბმა უარყო ეს წინადადება და მხარი დაუჭირა შარლ ჰელუს კანდიდატურას, რომელიც გახდა კიდეც შეჰაბის პოლიტიკური მემკვიდრე. მოგვიანებით ფუად შეჰაბი აკრიტიკებდა შარლ ელუს, ლიბანის სამხრეთ ნაწილში პალესტინელი ბოევიკების შეიარაღებული ძალების ყოფნის გამო.
1970 წელს პოლიტიკური ელიტა ელოდებოდა, რომ ფუად შიჰაბი კვლავ წამოაყენებდა თავის კანდიდატურა სპრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ მან უარი განაცხადა პრეზიდენტობაზე და მხარი დაუჭირა ილიას სარკისს. თუმცა პარლამენტში კენჭისყრის დროს ილიას სარკისმა არჩევნები წააგო სულეიმან ფრანჟიესთან ერთი ხმით, რაც ლიბანის პოლიტიკურ წრეებში „შიჰაბიზმის ეპოქის“ დასასრულად შეაფასეს.
ფუად შიჰაბი გარდაიცვალა ბეირუთში 1973 წლის 25 აპრილს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Lebanonwire.com | Role of army generals in Lebanese politics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
- ↑ Operation Blue Bat