რაფ-977 — 10-მგზავრიანი მიკროავტობუსი, რომელიც იწარმოებოდა 1959–1976 წლებში და შექმნილი იყო „ვოლგის“ ГАЗ-21 მოდელის აგრეგატებით. მას იყენებდნენ ტურისტული მიზნებით, ასევე სამარშრუტო ტაქსებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებად. 60-იანი წლების ბოლოს კი გავიდა ექსპორტზეც ბულგარეთში, ნიგერიაში, კუბაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.

რაფ-977
მიმოხილვა
მწარმოებელი რიგის საავტომობილო ქარხანა
წარმოება 1958-1976
აწყობა რიგის საავტომობილო ქარხანა, ელგავა, ლატვია
ერევნის საავტომობილო ქარხანა, ერევანი, სომხეთი
ტრანსმისია
ძრავი ЗМЗ-21 / 21А
ზომები
სიგრძე 4,9
სიგანე 1,815
სიმაღლე 2,110
წონა 2710
 
უკნიდან

სანამ „რაფ-977“ გამოვიდოდა, მანამდე სერიულად იწარმოებოდა „რაფ-08“ და „რაფ-10“, თუმცა ეს პროექტები შეწყვიტეს და გადავიდნენ ახალ მიკროავტობუსზე, რომელიც შექმნილი იყო ГАЗ-21-ის ბაზაზე. 1958 წელს გამოუშვეს 10 ექსპერიმენტული მოდელი, უკვე 1959 წლიდან კი დაიწყეს მისი სერიული წარმოება.

1960 წელს გაიარა მოდერნიზაცია და ეწოდა РАФ-977В, ხოლო 1961 წელს, კიდევ ერთი მოდერნიზაციის შედეგად გამოვიდა РАФ-977Д – განსხვავება იყო ძარაში, რომელიც სრულად განახლდა და დაიხვეწა ტექნოლოგიურად.

მოდიფიკაციები

რედაქტირება
  • РАФ-977В — მოდერნიზებული ვარიანტი, რომელიც იწარმოებოდა 1960 წლიდან 1968 წლამდე
  • РАФ-977Д — მოდერნიზებული ვარიანტი განახლებული ძარათი, იწარმოებოდა 1962–68 წლებში
  • РАФ-977Е — ტურისტებისთვის განკუთვნილი ვარიანტი, მეტი კომფორტით
  • РАФ-977И — სამედიცინო ვარიანტი
  • РАФ-977К — გადაკეთებული ფურგონად, 1966 წლიდან „ერაზის“ დასახელებით
  • РАФ-980/979 — გადაკეთებული ავტომატარებლად
  • РАФ-977ДМ — საბაზო მოდელის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა ძარას უკანა ნაწილი და შეეძლო 10-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა
  • РАФ-977ИМ — სამედიცინო მიკროავტობუსი
  • РАФ-977ЕМ — ტურისტული მიკროავტობუსი, შექმნილი РАФ-977ДМ-ის ბაზაზე
  • РАФ-977ДМЮ — ტურისტული ავტობუსი, რომელიც გავიდა ექსპორტზე და გათვლილი იყო ტროპიკული კლიმატისთვის

წარმოება სხვა ქარხნებში

რედაქტირება

1966 წელს მისი წარმოება გადავიდა ახლად აშენებულ ქარხანაში — „ერაზში“ (ЕрАЗ), რომელიც მდებარეობდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რაფ-977&oldid=4551526“-დან