რაფიგ ბაბაევი
რაფიგ ფარზი ოღლუ ბაბაევი (აზერ. Rafiq Farzi oğlu Babayev; დ. 31 მარტი, 1937 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი – გ. 19 მარტი, 1994 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, დირიჟორი, ფილმებისთვის პარტიტურების ავტორი და აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1993).[1]
რაფიგ ფარზი ოღლუ ბაბაევი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 31 მარტი, 1937 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
გარდ. თარიღი | 19 მარტი, 1994 (56 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, დირიჟორი |
რაფიგ ბაბაევი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებარაფიგ ბაბაევი დაიბადა 1936 წლის 31 მარტს ბაქოში, მუსიკალურ ოჯახში.[2] რაფიგის მამა, ფარზი ბაბაევი, საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და დედამ, შაჰბეიმმა, რაფიგი თავის სამ დასთან და ძმასთან ერთად მარტომ აღზარდა. რაფიგ ბაბაევმა პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში (1943–1950), შემდეგ კი შევიდა ბაქოს ასაფ ზეინალის სახელობის მუსიკალური სკოლის ფორტეპიანოს კლასში (1950–1954). როგორც სკოლის მოსწავლე, ის მუშაობდა ინსტრუმენტული ანსამბლის მუსიკალურ ინსტრუქტორად და იყო დაინტერესებული ჯაზით. მის გამოსაშვებ საგამოცდო პროგრამაში კლასიკური მუსიკის გარდა შედიოდა ამერიკელი ჯაზის პიანისტის ბილ ევანზის კომპოზიციაც. ასე დაიწყო რაფიგ ბაბაევის, როგორც ჯაზის მუსიკოსის კარიერა.[3]
1959 წელს მან დაამთავრა უზეირ ჰაჯიბეოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია. ის შემდეგ გახდა ჯაზ-ინსტრუმენტული ჯგუფის მუსიკალური მენეჯერი, რომელთანაც ერთად გაემგზავრა ტურნეზე საბჭოთა კავშირში. 1966 წელს მან გაიცნო მომღერალი რაშიდ ბეჰბუდოვი, რომელმაც დააარსა მუსიკალური თეატრი. რაშიდ ბეჰბუდოვმა მიიწვია რაფიგ ბაბაევი მუსიკალური თეატრის მუსიკალურ მენეჯერად და მათ ერთად მოამზადეს დრამატიზებული საკონცერტო პროგრამა. ამ პერიოდში რაფიგ ბაბაევი აგრძელებდა შემოქმედებით მოღვაწეობას ჯაზის ჟანრში და მონაწილეობდა ჯაზ-ფესტივალებზე.
1967 წელს რაფიგ ბაბაევის ანსამბლი გახდა ტალინში საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის ლაურეატი. 1978 წელს რაფიგ ბაბაევს მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის წოდება აზერბაიჯანის მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის. 1984 წელს ის მიიწვიეს სამუშაოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო მაუწყებლობის კომპანიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო მენეჯერად და მთავარ დირიჟორად. ამ პერიოდში რაფიგ ბაბაევმა დიდი პედაგოგიური მუშაობა ჩაატარა ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტი მუსიკოსებისა და ვოკალისტთა შესრულების დონის ამაღლებისთვის. რაფიგ ბაბაევმა შექმნა სოლისტების ანსამბლი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა აზერბაიჯანში და ასევე სხვა ქვეყნებშიც. 1991 წელს რაფიგ ბაბაევმა შექმნა ფოლკლორული ჯაზ ჯგუფი ,,ჯანგი" და შექმნა ხმისჩამწერი სტუდია, რომელიც დაეხმარა ჯგუფს მუსიკალური პროექტების განხორციელებაში. ჯგუფს აქვს შექმნილი მრავალი კომპოზიცია ხალხური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც ხასიათდება უჩვეულო ჰარმონიით და მელოდიურად აერთიანებს აღმოსავლურ და დასავლურ მუსიკალურ კულტურას.
რაფიგ ბაბაევი იყო კომპოზიტორთა კავშირისა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. მას შექმნილი აქვს მრავალი ჯაზ კომპოზიცია, ნაწარმოები, სიმღერა, სხვადასხვა არანჟირება ხალხური სიმღერებისთვის, პარტიტურები 20-ზე მეტი ფილმისთვის. 1993 წელს რაფიგ ბაბაევს აზერბაიჯანის კულტურის განვითარებისთვის აზერბაიჯანის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა. 1993 წელს ბაბაევის ჯაზ-ბენდი ჩავიდა კალიფორნიაში ლოს-ანჯელესსა და ბეი-რაიონში ტურნეზე.[4]
რაფიგ ბაბაევი დაიღუპა 1994 წელს ბაქოს მეტროში აფეთქებების დროს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2019-04-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rafig Babayev. Jazz Dünyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2021-10-24.
- ↑ „РАФИК БАБАЕВ“. jazz dünyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
- ↑ „РАФИК БАБАЕВ - 70“. jazz dünyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
- ↑ Gassem Zehni. Tribute to Rafig Babayev. Azerbaijan International. ციტირების თარიღი: 2010-03-30
- ↑ „МУСЛИМ МАГОМАЕВ: "ЛЮБОВЬ МОЯ – МЕЛОДИЯ"“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-12. ციტირების თარიღი: 2021-10-24.