აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი
იჯითიმაი ტვ (აზერ. İctimai Televiziya, „საზოგადოებრივი ტელევიზია“) — აზერბაიჯანის საზოგადოებრივი არხი, მაუწყებლობა დაიწყო 2005 წლის 29 აგვისტოს. არხმა გააშუქა „ევროვიზია 2011“, რომელიც აზერბაიჯანმა მოიგო; 2012 წლის „ევროვიზიას“ ამ ტელევიზიამ უმასპინძლა. გარდა ტელევიზიისა კომპანია ფლობს რადიოს სახელწოდებით „İctimai Radio“. მისი ძველი დასახელებაა „AzTV 2“. ტელევიზიის შენობა მდებარეობს ბაქოში. მისი მფლობელია „საზოგადეობრივი რადიოსა და ტელევიზიის მაუწყებლობა“.
İctimai Televiziya | |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მისამართი | ბაქო, აზერბაიჯანი |
დაფუძნდა | 29 აგვისტო, 2005 |
მფლობელი | „საზოგადეობრივი რადიოსა და ტელევიზიის მაუწყებლობა“ |
საიტი |