რაულ ალბერტო ლასტირი
რაულ ალბერტო ლასტირი (ესპ. Raúl Alberto Lastiri; დ. 11 სექტემბერი, 1915, ბუენოს-აირესი — გ. 11 დეკემბერი, 1978, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1973 წლის 13 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე.
რაულ ალბერტო ლასტირი | |
არგენტინის 39-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ივლისი, 1973 – 11 ოქტომბერი, 1973 | |
წინამორბედი | ექტორ ხოსე კამპორა |
მემკვიდრე | ხუან პერონი |
დაბადებული | 11 სექტემბერი, 1915 ბუენოს-აირესი |
გარდაცვლილი | 11 დეკემბერი, 1978 ბუენოს-აირესი |
ეროვნება | არგენტინელი |
პოლიტიკური პარტია | ხუსტისიალისტი |
იგი ხელმძღვანელობდა არგენტინის დეპუტატთა პალატას, როდესაც თანამდებობიდან გადადგნენ პრეზიდენტი ექტორ ხოსე კამპორა და ვიცე-პრეზიდენტი ვისენტე სოლანო ლიმა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა სწორედ მას ერგო. იგი ქვეყნის სათავეში იდგა 3 თვის განმავლობაში და მოამზადა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც ხელისუფლების სათავეში დააბრუნა ხუან პერონი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თავისუფალი ენციკლოპედია - რაულ ალბერტო ლასტირი დაარქივებული 2013-07-10 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: ექტორ ხოსე კამპორა |
არგენტინის პრეზიდენტი 1973 |
შემდეგი: ხუან პერონი |