მთავარი მენიუს გახსნა

ხუსტისიალისტური პარტია (ესპ. Partido Justicialista, PJ) – პერონისტული პარტია არგენტინაში, პერონისტული მოძრაობის მთავარი ძალა. პარტიის წევრია ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი, ამავე პარტიის რიგებიდან იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები ნესტორ კირხნერი და ედუარდო დუალდე. არგენტინის დეპუტატთა პალატაში 257 ადგილიდან პარტია ფლობს 116 მანდატს. ასევე უმრავლესობაშია სენატში, 42 მანდატი 72-დან. 24 პროვინციის გუბერნატორიდან 16 ხუსტისიალისტური პარტიის წევრია.

Partido Justicialista
ხუსტისიალისტური პარტია
ლიდერი დანიელ სციოლი
დაფუძნდა 1947
იდეოლოგია პერონიზმი, ნაციონალიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია ცენტრისტული დემოკრატიული ინტერნაციონალი
შტაბ-ბინა 130 Matheu Street ბუენოს-აირესი, არგენტინა
ფერები ცისფერი, თეთრი

პარტია დააარსეს ხუან და ევიტა პერონებმა 1947 წელს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება