რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი (დ. 9 ივნისი, 1979, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი და პოლიტიკოსი.

რატი იონათამიშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული9 ივნისი, 1979 (1979-06-09) (45 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1979 წლის 9 ივნისს. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში იყო გამომცემლობა „სანის“ ლიტმუშაკი. 2004 წელს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2005-2014 წლებში — კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი. 2008-2011 წლებში იყო ინკლუზიური განათლების პროექტის პიარ მენეჯერი. 2014-2015 წლებში იყო თბილისის მერის მრჩეველი, შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. 2015-2016 წლებში — თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება