რამონ პერეს დე აიალა
რამონ პერეს დე აიალა (ესპ. Ramón Pérez de Ayala; დ. 9 აგვისტო, 1880, ოვიედო — გ. 5 აგვისტო, 1962, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. ეკუთვნის რომანები: „წყვდიადი მაღლობებში“ (1907), „უფლის სადიდებლად“ (1910) და „მოხეტიალენი და მოცეკვავენი“ (1913), ასევე მემუარების წიგნი, ლიტერატურულ-კრიტიკული შრომები და სხვა.
რამონ პერეს დე აიალა | |
---|---|
ესპ. Ramón Pérez de Ayala | |
დაბადების თარიღი | 7 აგვისტო, 1880[1] [2] [3] [4] [5] ან 9 აგვისტო, 1881[6] |
დაბადების ადგილი | ოვიედო[7] |
გარდაცვალების თარიღი | 5 აგვისტო, 1962[1] [2] [3] [4] [5] [6] |
გარდაცვალების ადგილი | მადრიდი[7] |
დასაფლავებულია | ალმუდენის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი, მესვეტე, დიპლომატი, პოეტი, პოლიტიკოსი[8] და რომანისტი |
მოქალაქეობა | ესპანეთი[9] |
ალმა-მატერი | ოვიედოს უნივერსიტეტი და Colegio de la Inmaculada |
ჟანრი | პოეზია |
ჯილდოები | მარიანო დე კავიას პრემია |
თავდაპირველად კოსტუმბრიზმის მომხრე იყო, მოგვიანებით კი მის შემოქმედებაში სიმბოლიზმისა და ფსიქოლოგიური ეგოცენტრიზმის ელემენტები, აბსტრაქციული პარადოქსები, პესიმისტური განწყობილება გაჩნდა.
1931—1936 წლებში იყო ესპანეთის ელჩი ინგლისში, ხოლო ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო (1936—1939) სამხრეთ ამერიკაში გაიქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 23.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118641565 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.congreso.es/portal/page/portal/Congreso/Congreso/Iniciativas?_piref73_2148295_73_1335437_1335437.next_page=/wc/servidorCGI&CMD=VERLST&BASE=DIPH&FMT=DIPHXD1S.fmt&DOCS=1-1&DOCORDER=FIFO&OPDEF=Y&NUM1=&DES1=&QUERY=%2887710%29.NDIP.
- ↑ LIBRIS — 2013.