ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რამის ციხე (სერბ. Тврђава Рам, Tvrđava Ram) — XV საუკუნის თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მდინარე დუნაის მარჯვენა სანაპიროზე, მთაზე, სოფელ რამში, ველიკო გრადიშტეში, აღმოსავლეთ სერბეთში. ციხე მდებარეობს კლდეზე, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან მდინარე დუნაის გადაყურებს. . ვარაუდობენ, რომ ქალაქი აშენდა ჰარამის ციხის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც დუნაის გადაღმა მდებარეობდა და რომლის ნაშთებიც შემორჩენილი არაა. რამის ციხე კარგადაა შემონახული.[2][3][4][5][6]

რამის ციხე
სერბ. Тврђава Рам, Tvrđava Ram
მდებარეობა რამი, ველიკო გრადიშტე, სერბეთი
ისტორია
აშენების წელი 1483[1]
დამკვეთი ბაიაზიდ II[1]
მასალა ქვა
გამოყენებაში არა
რამის ციხე — სერბეთი
რამის ციხე
რამის ციხე ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ციხე მდებარეობს დუნაის სანაპიროზე, მდინარეების, კარაშისა და ნერას შესართავთან, მდინარე დუნაის სათავიდან 1 075 კილომეტრში.ნაგებობის დასავლეთით მდებარეობს ჭაობიანი ადგილები და კუნძულები - ჩიბუკლია და ოსტროვო. რამის აღმოსავლეთით ციხე გაშენებულია გორიცას გორაზე.[7] ციხესიმაგრესთან მდინარე დუნაის სიგანე 5 კილომეტრია.[8]

მდინარე დუნაის გაფართოება მდინარეების კარაშისა და ნერას შესართავთან ცნობილი იყო როგორც რამის ტბა. როდესაც ჰიდროელექტროსადგურ „ჯერდაპ I“-სთვის 1960 წლის ბოლოს, წყალსაცავის შექმნა დაიწყო, დუნაის სიგანე გაიზარდა და მიმდინარე ვაკეები დაიტბორა.[9] დღესდღეობით ეს ტერიტორია დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ IV კატეგორიით. რამსარის ჭარბტენიანი ტერიტორია 2006 წლის 1 მაისს საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადდა.[10]

მდინარე დუნაის ნაპირზე, ამაღლებულ ადგილზე მდებარეობის გამო ციხეს ხშირად მოიხსენიებენ როგოც „ყველაზე კარგ საშუალებას დუნაიზე მზის ჩასვლის სანახავად“.[11]

სახელწოდება

რედაქტირება

ზოგიერთ ძველ რუკაზე რამის ციხე მოხსენიებული როგორც ჰრამი. ამ სახელში ჰ ბგერა შესუსტდა და სახელი რამით შეიცვალა. დადასტურებული არაა, რომ ეს სახელწოდება სერბული წარმოშობისაა. ჰრამი სერბულად „ტაძარს“ ნიშნავს და ციხის მიმდებარედ მართლაცაა შემორჩენილი სხვადასხვა რელიგიური ნაგებობების ნაშთები, რომელთა მრავალფეროვნებაც მხარეში მცხოვრები ხალხების სიჭრელემ განაპირობა. არსებობს ვერსია, რომ ჰრამი თურქული ციხესიმაგრის სახელწოდებდან გაჩნდა და იჰრამის (Ihram) შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს.[1][8]

არქიტექტურა

რედაქტირება

ციხე ნაგებია ნატეხი ქვის და დუღაბისგან. აგურებს იყენებდნენ თაღებისა და კამარების ასაშენებლად.[2] ორიგინალური, ხის „გრილის ტიპის კონსტრუქცია“ ციხესიმაგრეში დღემდეა შემორჩენილი.[11]

 
ციხესიმაგრის ინტერიერი

არ არის ცნობილი როდის აშენდა თავდაპირველი ქალაქი, მაგრამ ის ნამდვილად ერთ-ერთი უძველესი ციხეა ამ რეგიონში. ოსმალებმა ახლოს მდებარე რომაული მავზოეუმი არ დაანგრიეს და სანაცვლოდ მიმდებარედ ციხესიმაგრე ააგეს.[12] სულთანმა ბაიაზიდ II-მ ააშენებინა ამჟამინდელი გამაგრებები, რომელსაც არაწესიერი ხუთკუთხედის ფორმა აქვს. კედლებს 35 მეტრის სიგრძე და 25 მეტრის სიგანე ქონდათ და ძირითადად ქვემეხებისგან თავის დასაცავად იყო შექმნილი. ქალაქი შედგება 5 კოშკისგან, ოთხ დონეზე (სამი სართული და მიწის დონე), რომელთაგან სამი აღმოსავლეთით, ორი კი დასავლეთით მდებარეობს. დამატებით არსებობდა ოთხი კუთხის კოშკი. ქალაქის შესასვლელთან, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს არის დამცავი კოშკი „დონჟონი“ (donžon). კოშკებს აქვთ სხვადასხვა ფუძე, მაგრამ მსგავსი არქიტექტურული კონცეფციით არიან ნაგებნი. თითოეული კოშკის პირველ სართულზე ამბრაზურა იყო დატანილი ქვემეხებისთვის.[2] კედლების სისქე 2-დან 3.3 მეტრამდეა. ციხის ადვილად აღების თავიდან ასაცილებლად ზედა სართულებზე მოხვედრა მხოლოდ თითოეული კოშკის კარიბჭის ან გარე კიბეების საშუალებით იყო შესაძლებელი.[11]

სამომავლო გეგმები

რედაქტირება

2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო ციხემდე მიმავალი საფეხმავლო და ველო ბილიკები. ეს ციხესიმაგრეს დააკავშირებს სოფელ ზატონიესთან და ვერცხლისფერ ტბასთან.[8] კომპლექსის შემდგომი მოდერნიზაციის პროცესი მოიცავს მდიანრე დუნაიზე საკრუიზო ნავსაყუდელის მშენებლობას და ციხემდე მიმავალი ახალი, 15 კილომეტრის სიგრძის გზას.

რამის ციხის მომავალში განსავითარებლად გამოცხადებულია ამბიციური გეგმები, როგორიცაა: საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ციხესიმაგრე დააკავშირებს ქვეყნის დედაქალაქ ბელგრადთან; 150-ზე მეტი ყვავილის სახეობის დარგვა ციხეების მთელი კომპლექსის გარშემო; თითოეული კიბის გასწვრივ მოაჯირებისა და ღობეების მშენებლობა; ხიდების აღდგენა, რომლებიც კოშკებს აკავშირებდა; წრიული, მიწისზედა ბილიკის ხელახლა შექმნა; კომპიუტერიზებული პრეზენტაციები ციხესიმაგრეში ცხოვრების ძველ წესზე; იდუმალი კოშკის რეკონსტრუქცია.[12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „Yugoslavia, Monuments of Art“ by Lazar Trifunovic, 1988, Belgrade
  1. 1.0 1.1 1.2 Dragoljub Stevanović (18 November 2018). „Куле сада зову туристе“ [The towers are now inviting tourists]. Politika-Мagazin, No. 1103 (Serbian). pp. 19–21.
  2. 2.0 2.1 2.2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Serbian. Serbian Academy of Sciences and Arts.
  3. Споменици културе у Србији - Тврђава Рам
  4. http://virtuelnimuzejdunava.rs დაარქივებული 2019-09-16 საიტზე Wayback Machine. Ram Fortress article Аccessed on 16. 6. 2014
  5. http://www.cooperation.rs დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. Ram Fortress article Аccessed on 16. 6. 2014
  6. http://srpska.etleboro.com დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. Fortresses on the Danube-article Аccessed on 16. 6. 2014
  7. (2007) Turističko područje Beograda. Geokarta. ISBN 978-86-459-0099-2. 
  8. 8.0 8.1 8.2 Olivera Milošević (7 August 2019). „Obnovljena ramska tvrđava“ [Reconstructed Ram Fortress]. Politika (Serbian).
  9. Bogdan Ibrajter (24 December 2017). „Ptice Labudovog okna“ [The birds of Labudovo okno]. Politika (Serbian).
  10. Svetski dan vlažnih područja Dan Ramsara 2 Februar 2015 Serbian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-04. ციტირების თარიღი: 2021-04-22.
  11. 11.0 11.1 11.2 Mirjana Nikić (6 September 2019). У Раму као у Шенбурну [In Ram as in Schönbrunn]. Politika-Moja kuća (Serbian). p. 1.
  12. 12.0 12.1 „Рамска тврђава у јуну отвара капије“ [Ram Fortress opens its gates in June]. Politika (Serbian). 3 May 2019. p. 13.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რამის_ციხე“-დან