ხუთკუთხედი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ხუთკუთხედი ან პენტაგონი გეომეტრიაში ხუთგვერდა მრავალკუთხედს ჰქვია. სწორი ხუთკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 540°-ია.
აგება
რედაქტირებაწესიერი ხუთკუთხედის აგება შესაძლებელია ფარგლითა და სახაზავით წრეწირში ან მისი მხები. პროცესი აღწერა ევკლიდემ მის „ელემენტებში“ დაახ. ძვ. წ. 300 წელს.
წესიერი ხუთკუთხედის აგების ერთი მეთოდი მოცემულ წრეწირში შემდგია:
ალტერნატიული მეთოდია:
- დახაზეთ წრეწირი, რომელშიც ხუთკუთხედს ჩახაზავთ და მონიშნეთ ცენტრი "O". (მწვანე წერტილი დიაგრამაში მარჯვნივ).
- აირჩიეთ წერტილი A წრეწირზე, რომელიც ხუთკუთხედის ერთ-ერთი კუთხე გახდება. გაავლეთ ხაზი O და A-ს შორის.
- გაავლეთ ხაზი პერპენდიკულარული OA ხაზისა, რომელიც O-გადის. მონიშნეთ გადაკვეთა წრეწირის ერთ გვერდზე წერტილით B.
- მონიშნეთ შუაწერტილი C წერტილებს O და B-ს შორის.
- დახაზეთ წრეწირი ცენტრით C, რომელიც გადის A წერტილზე. მონიშნეთ გადაკვეთა OB ხაზთან (საწყისი წრეწირის შიგნით) წერტილით D.
- გაავლეთ წრეწირი A ცენტრით D წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის (მწვანე) წრეწირთან E და F წერტილების სახით.
- გაავლეთ წრეწირი ცენტრით E გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი სხვა გადაკვეა საწყის წრეწირთან G წერტილით.
- გაავლეთ წრეწირი ცენტრით F გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის წრეწირთან H წერტილით.
- ააგეთ წესიერი ხუთკუთხედი AEGHF.