რამაზ პატარიძე
რამაზ პატარიძე (დ. 6 ნოემბერი, 1927, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 2020[1]) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, მკვლევარი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართული ანბანის რაინდი. პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი.
რამაზ პატარიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1927 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1 ნოემბერი, 2020 (92 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1950 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი), ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში. იყო პავლე ინგოროყვას მოსწავლე. 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს. 1980 წელს საბავშვო გამომცელობა „ნაკადულმა“ გამოსცა მისი წიგნი „ქართული ასომთავრული“, წიგნმა საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლა მარტივად მოახერხა ვინაიდან ის საბავშვო გამომცემლობამ გაამოსცა. ამის შედეგად წიგნების გავრცელება შეიზღუდა, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი არჩილ სულაკაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო წიგნის ავტორი რამაზ პატარიძე პრაქტიკულად ჩამოშორდა სამეცნიერო საქმიანობას.
2018 წელს „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული „ქართული ასომთავრულის“ განახლებული ვერსიის მიხედვით ნებისმიერი მკითხველი ადვილად გაიგებს, თუ რას ნიშნავს ზოგადად ანბანი კაცობრიობისათვის, მის მოკლე ისტორიას და იმასაც, თუ რა არის მსოფლიოში არსებულ ანბანებთან შედარებით ქართული ასომთავრულის განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და უნიკალურობა.
გაშიფრა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი და აღმოაჩინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი არის პირველი ადამიანი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანში“ წარმოგვიდგინა პლანეტების ჰელიოცენტრული სისტემა. მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართული დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხური წერილობითი წყაროების სიცრუე.
1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „ქართული ფილიგრანოლოგიის ძირითადი საკითხები“.