რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

რაკეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაეკლესია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონში.

იგი XI საუკუნის პირველ მესამედს განეკუთვნება. ეკლესია დარბაზული, ერთნავიანი ნაგებობაა, რომლის აღმოსავლეთი ნახევარწრიული აფსიდი გარედან კედლის სიბრტყეშია მოქცეული. კამარა პილასტრებზე ამოყვანილ თაღს ეყრდნობა. აქვს სამი შესასვლელი სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან.ბნაგებია სუფთად გათლილი შირიმის ქვის კვადრებით. კარ-სარკმელი, ლაგვარდნისა და აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა შესრულებულია მოთეთრო კირქვით. ეკლესია უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებითა და რელიეფებით.რესტავრირებულია 1970-იან წლებში (ხელმძღვანელი მ.დვალი), ნაწილობრივ აღდგენილია ეკლესიის შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული კანკელი, რომლის ჩამოცვენილი ნაწილები ეკლესიაშივეა დაცული.

ლიტერატურა

რედაქტირება