რაისინას ბორცვი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
რაისინას ბორცვი — მდებარეობს ნიუ-დელის იმ ნაწილში, რომელსაც ლუტიენსის-დელი ეწოდება. იქ მდებარეობს ინდოეთის უმთავრესი სამთავრობო შენობები, მათ შორის: რაშტრაპატი-ბხავანი - პრეზიდენტის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის სამდივნო რომელიც ასევე მისი რეზიდენციაც არის და რამდენიმე სამინისტრო. ის გარშემორტყმულია მნიშვნელოვანი შენობებით: რაჯპათი, ინდოეთის კარიბჭე, ინდოეთის პარლამენტი.
ბორცვი ზღვის დონიდან 226 მეტრზეა ამოზიდული, რაც დაახლოებით 18 მეტრით უფრო მაღლაა ვიდრე მის გარშემო მდებარე ტერირიტორია.
ისტორია
რედაქტირებარაისინას ბორცვის მიმდებარე ტერიტორია ახალი ადმინისტრაციული ცენტრის ასაშენებლად 1911 წელს შეირჩა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დაიგეგმა ბრიტანეთის ინდოეთის დედაქალაქის კოლკატადან დელიში გადატანა. რაისინას ბორცვი იმ დროინდელი დელიდან სამხრეთით დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობდა.