ინდოეთის პარლამენტი

ინდოეთის პარლამენტიინდოეთის უმაღლესი ფედერალური საკანონმდებლო ორგანო. შედგება პრეზიდენტისა და ორი პალატისაგან: ქვედა პალატა - ლოკ-საბჰა (სახალხო პალატა) და ზედა პალატა - რაჯია-საბჰა (შტატების საბჭო)[1]. პარლამენტის რეზიდენცია სანსად-ბჰავანი მდებარეობს ნიუ-დელიში. კანონპროექტებს იღებენ პარლამენტის ორივე პალატის დამტკიცებისა და პრეზიდენტის მოწონების შემდეგ.

სანსად-ბჰავანი - ინდოეთის პარლამენტის შენობა

ლოკ-საბჰა შედგება 552, ხოლო რაჯია-საბჰა 250 დეპუტატისაგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Indian Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-03. ციტირების თარიღი: 2014-05-27.