რაბი ჰიროსი

ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ბაქტერიოლოგი

რაბი ჰიროსი (დ. 30 აგვისტო, 1904 — გ. 7 ოქტომბერი, 1960[1][2]) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ბაქტერიოლოგი. ის იკვლევდა სისხლის შედედებას და თრომბინს, ალერგიებს და კიბოს წინააღმდეგ ანტიმეტაბოლიტების გამოყენების გზებს.

რაბი ჰიროსი
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1904(1904-08-30)
დაბ. ადგილი Kent
გარდ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1960(1960-10-07) (56 წლის)
გარდ. ადგილი უესტ-რიდინგი
დასაფლავებულია Auburn
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი და bacteriologist
მუშაობის ადგილი ინდიანის უნივერსიტეტი და ცინცინატის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ცინცინატის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის უნივერსიტეტი

ცხოვრება

რედაქტირება

რაბი ჰიროსი დაიბადა 1904 წლის 30 აგვისტოს, ვაშინგტონში, შიუსაკა (მამა) ჰიროსისა და ტომის ოჯახში. ის გაიზარდა სიეტლის გარშემო არსებულ თეთრი მდინარის (შირაკავა) ტერიტორიაზე. გარდა საშუალო სკოლისა, ის ესწრებოდა თომასის იაპონური ენის სკოლის გაკვეთილებს. ის იყო ამერიკაში მცხოვრები იაპონელების მეორე თაობის (ნისეი) პირველი წარმომადგენელი, რომელმაც 1922 წელს ვაშინგტონის ოუბურნის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. ჰიროსიმ ფარმაციის[3] ბაკალავრის 1926 წელს, ხოლო ფარმაკოლოგიის მაგისტრის ხარისხი 1928 წელს მოიპოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტში.[4] ამის შემდეგ გადავიდა ცინცინატის უნივერსიტეტში, სადაც 1932 წელს დოქტორანტურა დაამთავრა. მან ამავე უნივერსიტეტში[5] გააგრძელა მუშაობა მანამ, სანამ უილიამ მარველის კომპანია დაიქირავებდა, სადაც ის შრატებსა და ანტიტოქსინებს იკვლევდა.[6]

1940 წელს ამერიკის ქიმიის საზოგადოების შეხვედრაზე 8-12 აპრილს განაცხადეს, რომ ქიმიურ მეცნიერებაში ქალთა როლი იზრდებოდა. დოქტორი რაბი ჰიროსი ხაზგაზსმით გამოკვეთეს იმ ათ ქალს შორის, რომელიც ცინცინატის სექციაში მომუშავე სამას ადამიანში შედიოდა.[7]

რაბი ჰიროსმა ისწავლა მიკრობიოლოგია და იკვლევდა კიბოს ინდიანას უნივერსიტეტში. 1958 წელს ის შეუერთდა პენსილვანიის ვეტერანების ადმინისტრაციის ჰოსპიტალს როგორც ბაქტერიოლოგი. ჰიროსი გარდაიცვალა მწვავე მიელოიდური ლეიკემიით, 1960 წლის 7 ოქტომბერს, პენსილვანიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ruby S. Hirose | Billion Graves Record
  2. Hirose, Shiusaku & Tome Kurei biography; plus Kimeo, Ruby and others
  3. Interview with Ruby Hirose, 1924, Stanford Survey on Race Relations 1924-1927, Box 27, Item 159. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  4. Yoo, David (2000). Growing Up Nisei: Race, Generation, and Culture Among Japanese Americans of California, 1924-49. University of Illinois Press, გვ. 61–. ISBN 9780252068225. ციტირების თარიღი: 14 July 2012. 
  5. Hirose, Ruby. (1933)The Second Phase of the Thrombin Action. ციტირების თარიღი: 14 July 2012.[მკვდარი ბმული]
  6. Ruby Hirose. ციტირების თარიღი: 28 April 2015.
  7. The Cincinnati Enquirer (newspaper), "Increasing Need Seen for Women Chemists", March 18, 1940, page 11