კოლხური ჯონჯოლი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟონჟოლი)

კოლხური ჯონჯოლი (ლათ. Staphylea colchica) — ბუჩქი ან ტანდაბალი (5 -მდე სიმაღლის) ხე ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, სამ- ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები.

კოლხური ჯონჯოლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Staphylea colchica Steven, 1848
Staphylea colchica

გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში. საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება. გვხვდება აგრეთვე მდინარე ბანისხევის ხეობაში (ბორჯომთან). იზრდება ზღვის დონიდან 700-800 მ-მდე, ტყის პირებზე, წაბლნარებსა და მუხნარებში ქვეტყედ. ზოგჯერ კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში (მაგ., თბილისის ბოტანიკურ ბაღში).

ყვავილობს მაისში, მსხმოიარობს ივლისში. კოლხური ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება