ჟოზეფინ სვობოდა (გერმ.Josefine Swoboda; დ. 1861, 29 იანვარი, ვენა - გ. 27 ოქტომბერი, 1924, ვენა) —ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავსტრიელი მხატვარი-პორტრეტისტი.

ჟოზეფინ სვობოდა
დაიბადა 29 იანვარი, 1861
დაბადების ადგილი ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 27 ოქტომბერი, 1924(63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია
მიმდინარეობა მხატვარი-პორტრეტისტი
ჟანრი პორტრეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
დედოდალი ვიქტორია - ჟოსეფინ სვობოდა(აკვარელი,1893)

ჟოზეფინ სვობოდა ვენის მხატვართა ოჯახს ეკუთვნოდა. იგი იყო პორტრეტის მხატვრის ედუარდ სვობოდას  (1814-1902) და მისი მეორე მეუღლის, ჯოზეფინას (დაბ. მიულერი; 1839-1906) ქალიშვილი.  მხატვარ რუდოლფ სვობოდა უმცროსის (1859 -1914) და. მისი ბიძები იყვნენ მხატვარი: პეიზაჟისტი და ანიმალისტი რუდოლფ სვობოდა (1819–1859) და აღმოსავლეთმცოდნე ლეოპოლდ კარლ მიულერი (1834–1892).

ჟოზეფინმა ფერწერის პირველი გაკვეთილები მამასთან გაიარა. 1878–1886 წლებში  მსმენელი იყო ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში (K. K. Kunstgewerbeschule), რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ავსტრიის საიმპერატორო გამოყენებითი ხელოვნებისა და მრეწველობის მუზეუმთან (Österreichisches Museum für Kunst und Industrie) ფერდინანდ ლაუფბერგერისა და იულიუს ვიქტორ ბერგერის ხელმძღვანელობით.

 
დედოფალი ალექსანდრა - ჟოზეფინ სვობოდა (აკვარელი,1895 )

კონსტანტინე ფონ ვურცბახი მის შესახებ 1880 წელს  ავსტრიის იმპერიის ბიოგრაფიულ ენციკლოპედიაში წერდა: ”მისი ლამაზი ნამუშევრები სწრაფად იყიდება და იგი ერთადერთი 19 წლის მხატვარია, რომელსაც ყველაზე დიდი იმედები აქვს“[1]

ჟოზეფინ სვობოდას ნამუშევრები ძირითადად აკვარელშია  შესრულებული: უმეტესად პორტრეტები და (იშვიათად) ჟანრული სცენები და ნატურმორტები. 1886 წლიდან იგი რეგულარულად იყო წარმოდგენილი ვენის მხატვართა სახლში. მონაწილეობდა ჰამბურგის (1887), მიუნხენისა და ბერლინის (1888) გამოფენებში. მისი სურათები ასევე გამოიფინა ჩიკაგოს მსოფლიო ექსპოზიციაზე 1893 წელს. სავარაუდოდ  მისი ძმისა და ჰაინრიხ ფონ ანჯელის რეკომენდაციით, რომლებიც მხატვრებად მუშაობდნენ დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე. 1890 წელს მან მიიღო დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარის მხატვრის წოდება. ზაფხულობით პერიოდულად იგი ინგლისში იმყოფებოდა 1899 წლამდე. გამოსახავდა სამეფო ოჯახის წევრებსა და კარისკაცებს მრავალრიცხოვან აკვარელში. მისი ნახატები კვლავ ინახება უინძორის  სასახლის სამეფო კოლექციაში.[2]

ჟოზეფინ სვობოდა ღებულობდა უამრავ შეკვეთებს  ავსტრიის საიმპერატორო კარიდან ფრანც იოზებ I-ის  გარემოცვიდან და სხვა დიდებულების ოჯახებისაგან, რის გამოც იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური  პორტრეტის მხატვარი ვენაში.

1902 წლიდან მხატვარი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამოფენაზე.მისი ზოგიერთი ნამუშევარი ინახება ვენის მუზეუმში, აგრეთვე ვენაში ალბერტინას მუზეუმის გრაფიკულ კოლექციაში. 1886 წლიდან იგი გახდა "Künstlerhaus" - ის- "ავსტრიის  მხატვართა საზოგადოების" წევრი.[3][4]

გარე ბმულები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Zemen, Herbert (2004): Die Porträtmalerin Josefine Swoboda. 1861–1924. Leben und Werk. Vienna. (in German)
  • Ulrich Thieme, Felix Becker at all (1938). Allgemeines Lexikon der Bildenden Künstler von der Antike bis zur Gegenwart (in German). Vol. 32. E. A. Seemann, Leipzig. p. 355.
  • Constantin von Wurzbach (1880). Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical dictionary of the Austrian Empire] (in German). Theil. 41. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien. p. 84 (Direct link to "p. 84")

სქოლიო რედაქტირება

  1. Constantin von Wurzbach: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. vol. 41, p. 84 (See further reading) "Ihre trefflichen Arbeiten finden rasche Abnahme und die erst 19jährige Künstlerin berechtigt zu den schönsten Hoffnungen."
  2. Srnka, Elise (23 August 1930). "Kaiser Franz Josefs letzte Porträt-Sitzung". ANNO - Austrian newspaper online (in German). Baden/Vienna: Badener Zeitung. p. 1. Retrieved 20 October 2016. PDF ("Emperor Franz Josef's last portrait session")
  3. "Acht Künstlerinnen und ihre Gäste". ANNO - Austrian newspaper online (in German). Vienna: Neues Frauenleben. January 1902. p. 15. Retrieved 20 October 2016. PDF
  4. "Das Künstlerhaus – 6. Mitglieder – Mitglieder-Gesamtverzeichnis" (გერმ.) Wladimir-Aichelburg.at. Retrieved 20 October 2016.