ჟიულ სელესტინ ჟამენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟიულ სელესტინ ჟამენი (ფრანგ. Jules Célestin Jamin; დ. 24 დეკემბერი, 1918, პარიზი — გ. 12 თებერვალი, 1886, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი.

ჟიულ სელესტინ ჟამენი
ფრანგ. Jules Célestin Jamin
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1818(1818-05-30)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Termes[4]
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 1886(1886-02-12)[1] [2] [4] [3] (67 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[4]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
შვილ(ებ)ი პოლ ჟამენი და Lucie Jamin
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, რუმფორდის მედალი[5] და 72 names on the Eiffel Tower[6]

ადრეული წლები

რედაქტირება

ჟიულ სელესტინ ჟამენი დაიბადა 1818 წლის 24 დეკემბერს პარიზში. საშუალო განათლება მიიღო რეიმის კოლეჯში. შემდგომ მან სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო (1938), რომელიც დაასრულა 1841 წელს პირველი ხარისხის დიპლომით. ამ პერიოდიდან დაიწყო ჟამენმა მეცნიერული შემოქმედება.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1940-იანი წლების დასასრულს ჟამენმა ზუსტი ცდების საფუძველზე დაამტკიცა, რომ გამჭვირვალე სხეულიდან სინათლის არეკვლისას ურთიერთმართობულად პოლარიზებული არეკლილი სხივები ერთმანეთს ჩამორჩებიან, ანუ მათ შორის წარმოიქმნება ფაზათა სხვაობა, რის გამოც არეკლილი სინათლე აღმოჩნდება არასწორხაზოვნად, არამედ ელიფსურად დაპოლარებული. ჟამენმა არეკვლით გამოწვეული ფაზათა სხვაობა განსაზღვრა მრავალი ნივთიერებისათვის. ამ დაკვირვებებში მან შენიშნა შემდეგი ფაქტი: ერთი და იგივე მიმართულებით პოლარიზებული ერთი სხივი ყოველთვის არ ჩამორჩება ფაზით მეორე სხივს და ეს ჩამორჩენა დამოკიდებულია ამრეკლავი ნივთიერებების ბუნებაზე (დიდი გარდატეხის მაჩვენებლის მქონე ნივთიერებებში იგვიანებს ის სხივი, რომელიც დაცემის სიბრტყის მართობულადაა დაპოლარებული). მანვე შენიშნა, რომ არსებობდა ისეთი სხივები, რომელების ზედაპირიდან სხივის არეკვლისას ადგილი არ აქვს ელიფსურ პოლარიზაციას.

1947 წელს ჟიულ ჟამენი იცავს დისერტაციას შემდეგ თემაზე:„მეტალების მიერ სინათლის არეკვლის შესახებ“, ხოლო 1952 წელს იგი გახდა პოლიტექნიკური სკოლის პროფესორი. 1963 წელს იგი დაინიშნა პროფესორად სორბონის უნივერსიტეტში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ფიზიკაში ლექციებს.

1960-იანი წლების დასაწყისში გამოიცა ჟამენის სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენდა მის მიეს პოლიტექნიკურ სკოლაში წაკითხულ ლექციებს. ნახსენები სახელმძღვანელო ნათარგმნია მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულზეც. იგი ქართულად თარგმნა ისიდორე წეროძემ, რომელიც 1880-იან წლებში პარიზის სამედიცინო აკადემიის სტუდენტი იყო. სწორედ სტუდენტობის პრეიოდში მოახერთხა მან ჟამენის „ფიზიკის კურსის“ თარგმნა (კერძოდ, ელექტროობის ნაწილი, მთლიანად 120 გვერდი).

საინტერესოა ჟამენის ნაშრომები მოლეკულურ ფიზიკაში. იგი აკვირდებოდა თიხის კედლიან ჭურჭელში გაზის გავლას. აგრეთვე სწავლობდა ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობას: თუ სითხე გახურებული იქნება ჩაკეტილ სივრცეში მაშინ სითხის ზევით ორთქლის რაოდენობა სწრაფად გაიზრდება. ორთქლის სიმკვრივის ზრდა იწვევს მისი წონის მატებასაც. მეორე მხრივ, ნივთიერების ნაწილი, რომელიც რჩება თხევად მდგომარეობაში განიცდის მზარდ გაფართოებას. აქედან გამომდინარე იგი ფიქრობდა, რომ არსებობდა რაღაც ტემპერატურა, რომლის დროსაც სითხეს და გაზს ერთნაირ მოცულობაში ერთნაირი წონა ექნებოდათ. ჟამენის აზრით ნივთიერებას ამ წერტილში უნდა მიეღწია რაღაც კრიტიკულ წერტილს, რომელსაც ასე ხსნიდა: კრიტიკული ტემპერატურა არის ის ტემპერატურა, რომლის დროსაც სითხესა და მის ნაჯერ ორთქლს აქვთ ერთნაირი სიმკვრივე. ამ თეორას იგი ასაბუთებდა 1880 წელს ჩატარებული კალიეტის ცდით.

1868 წელს ჟამენი აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მისი ნაშრომები შეეხებოდა მაგნიტიზმს, ელექტროობას, ტენიანობას და კაპილარულ მოქმედებებს (ჟამენის ეფექტი, ჟამენის ჯაჭვი)[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 124-126, თბ., 1980.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 GeneaStar
  3. 3.0 3.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  4. 4.0 4.1 4.2 www.accademiadellescienze.it
  5. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  6. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences
  7. In 1860 Jamin observed that when a cylindrical capillary tube was filled with a series ("chain") of alternating bubbles and water droplets, the chain remained immobile despite an increase or decrease of pressure at one end of the tube. See p. 173 of:
    • Jamin, J. (1860). „Mémoire sur l'équilibre et le mouvement des liquides dans les corps poreaux“ [Memoir on equilibrium and the movement of liquids in porous bodies]. Comptes rendus (French). 50: 172–176, 311–314, 385–389. |title=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
    The "Jamin effect" has been more broadly defined as a resistance to flow in capillaries due to hysteresis of the contact angle, or to changes in the radius of the capillary, or to differences in the interfacial tension at the forward and trailing edges of bubbles.
    • Calhoun, J. C., Jr. (1953) Fundamentals of Reservoir Engineering. Norman, Oklahoma, USA: University of Oklahoma Press, გვ. 123–126. 
    • Taber, Joseph J. (1980). „Research on enhanced oil recovery: past, present and future“. Pure and Applied Chemistry. 52: 1323–1347. ; see p. 1324.