ჟიულ მიშლე (ფრანგ. Jules Michelet; დ. 21 აგვისტო, 1798 — გ. 9 თებერვალი, 1874) — ფრანგი ისტორიკოსი. დაიბადა პარიზში ჰუგენტონების ოჯახში. ჟიულ მიშლე იყო პირველი ისტორიკოსი, რომელმაც გამოიყენა და განსაზღვრა სიტყვა რენესანსი, ანუ ევროპის კულტურის ახალი დასაწყისი, რომელიც წარმოდგენილია XVIII საუკუნის შუა წლებში. ისტორიკოსი ფრანსუა ფროტე წერდა, რომ მისი ისტორია საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, რჩება როგორც „რევოლუციური ისტორიოგრაფია და ლიტერატურული ძეგლი“.

ჟიულ მიშლე
ფრანგ. Jules Michelet
250პქპქ
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1798
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 1874
გარდაცვალების ადგილი Hyères[1] [2]
მოქალაქეობა ფრანგი
განათლება კარლ დიდის ლიცეუმი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი, მასწავლებელი
მამა Jean-François Furcy-Michelet
მეუღლე/ები Athénaïs Michelet და Pauline Rousseau
შვილ(ებ)ი Adèle Michelet, Charles Michelet და Yves-Jean-Lazare Michelet
ჯილდოები კონკურ ჟენერალ და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მისი მამა არც ისე პოპოლარული იყო, მაგრამ შემდგომში ჟიულს მამის აქტუალური მუშაობა ძალიან დაეხმარა. იგი თავიდან მუშაობდა პრესაში, მიუხედავად ამისა მამამისმა შეძლო მისი გაგზავნა ცნობილ ლიცეუმში, სადაც მან თავი გამოიჩინა. 1821 წელს, წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მალევე დაინიშნა ისტორიის პროფესორად კოლეჯში.

1824 წელს, დაქორწინდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი მის ცხოვრებაში. მიშლეს ჰყავდა ძლიერი პარტნიორები აბელ ფრანსუა ვილემაინისა და ვიქტორ კუზენის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჟიული აქტიური პოლიტიკოსი იყო, იგი შევიდა ისტორიაში თავისი მოღვაწეობით. მას შექმნილი აქვს აგრეთვე სასკოლო სახელმძღვანელო. ჟიულს ასევე დიდი უპირატესობა აქვს მწერლობაში.

მისი მეორე ცოლი იყო ასენაის მიშლე, რომელიც იყო მასწავლებელი პეტერბურგში. იგი დაეხმარა ლეიბორისტებს და დაიწყო ახალი სამუშაოსათვის სამზადისი, სწორედ ამ პერიოდში იგი გარდაიცვალა.

1867 წელს, დიდი მუშაობის შედეგად დაასრულა მუშაობა „საფრანგეთის ისტორიაზე“, რომელიც ცხრამეტი ტომისგან შედგება. რომელშიც შესულია საფრანგეთის ადრეული ისტორია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 31.
  • Roland Barthes. Michelet (1978);English translation by Richard Howard (1992).
  • Burrows, Toby. "Michelet in English." Bulletin (Bibliographical Society of Australia and New Zealand) 16.1 (1992): 23+. online დაარქივებული 2016-10-02 საიტზე Wayback Machine. ; reviews all the translations into English.
  • (1989) A Critical Dictionary of the French Revolution. Harvard UP, გვ. 981–90. 
  • Lionel Gossman. "Jules Michelet and Romantic Historiography" in Scribner's European Writers, eds. Jacques Barzun and George Stade (New York: Charles Scribner's Sons, 1985), vol. 5, 571–606
  • Lionel Gossman. "Michelet and Natural History: The Alibi of Nature" in Proceedings of the American Philosophical Society, vol. 145 (2001), 283–333

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება