ჟემაიტიის ეროვნული პარკი

ჟემაიტიის ეროვნული პარკი (ლიეტ. Žemaitijos nacionalinis parkas) — ეროვნული პარკი ლიეტუვაში. მდებარეობს ჟემაიტიის ზეგანზე, ბალტიის ზღვიდან 45 კმ-ში. დაარსდა 1991 წელს. ფართობი 217.20 კმ². ტერიტორიის 7% ტბებს უკავია, აქ არის 26 ტბა და რამდენიმე მდინარე. ტბებიდან უდიდესია პლატელიაის ტბა (ფართობი 12,05 კმ², სიღრმე 47 მ). ეროვნული პარკის უდიდესი დასახლებაა პლატელიაი, 1100 მცხოვრებით, რომელიც მდებარეობს სწორედ პარკის უდიდესი ტბის სანაპირო ზოლში. პლატელიაიში არის ჟემიტიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით.

ჟემაიტიის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ლიეტუვა
ფართობი 217.20 კმ²
დაარსდა 1991

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება