ჟან-ლუი ლოდე (ფრანგ. Jean-Louis Loday; დ. 12 იანვარი, 1946 — გ. 6 ივნისი, 2012) — ფრანგი მათემატიკოსი, სტრასბურის ლუი პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალგებრულ ტოპოლოგიაში და მასთან დაკავშირებულ საკითხებში. განსაკუთრებით ცნობილია მისი ღვაწლი ციკლურ ჰომოლოგიათა და ოპერადების თეორიაში. ლოდე ცნობილია როგორც ლაიბნიცის ალგებრათა შემქნელი. ავტორია ისეთი მონოგრაფიების როგორებიცაა ციკლური ჰომოლოგა [6] და ალგებრული ოპერადები [7].

ჟან-ლუი ლოდე
ფრანგ. Jean-Louis Loday
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1946(1946-01-12)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Le Pouliguen, ატლანტიკის ლუარა[3]
გარდ. თარიღი 6 ივნისი, 2012(2012-06-06)[4] [1] [2] [3] (66 წლის)
გარდ. ადგილი Les Sables-d'Olonne, ვანდეია[3]
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სტრასბურის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, ლუი დიდის ლიცეუმი და სტრასბურის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Daniel Guin[5]

განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მათემატიკოსებთან და რამდენიმეჯერ იყო საქართველოში, მისი ინიციატივით მოეწყო ფრანგ-ქართველ მათემატიკოსთა კონფერენცია სტრასბურგში 1998 წელს, სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს ქართულ მათემატიკურ ჟურნალში.[8]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #122970756 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Fichier des personnes décédées
  4. Jean-Louis Loday 1946–2012 The European Mathematical Society
  5. Mathematics Genealogy Project — 1997.
  6. Jean-Louis Loday, Cyclic Homolog, Grund. der math. Wiss. 301, Springer Verlag, 1992. Second edition. 1998 (513 p.)
  7. Jean-Louis Loday et Bruno Vallette, Algebraic Operads, xviii+512 p., 2012, Springer Verlag, 2012 (636 p)
  8. Jean-Luis Loday. The tensor category of linear maps and Leibniz algebras.Georgian Mathematical Journal. 5(1998), 263-276.