ოლეგ ჟაკოვი
ოლეგ პეტრეს ძე ჟაკოვი (დ. 1 აპრილი [ ძვ. სტ. 19 მარტი], 1905, სარაპული, ახლანდელი უდმ. ასსრ — გ. 4 მაისი, 1988, პიატიგორსკი) — საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1960). სტალინური პრემიის (1946) და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1971) ლაურეატი.
1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის სასცენო ხელოვნების ტექნიკუმის კინოს განყოფილება. 1925-იდან იღებენ კინოში. პირველი მნიშვნელოვანი როლია რადისტი კურტ შეფერი ფილმში „შვიდი მამაცი“ (1936). სხვა როლები: იან დრაუნი („ჩვენ კრონშტადტიდან ვართ“, 1936), „როლფი“ („პროფესორი მამლოკი“, 1938), პაული („ჭაობის ჯარისკაცები“, 1938), დუდირიოვი („სასამართლო“, 1962). ჟაკოვის საუკეთესო როლია თედორე ტალანოვი ფილმში „შემოსევა“ (1945; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). 1970 წელს შეასრულა ბარმინის როლი ფილმში „ტბასთან“ (სსრკ სახელმწიფო პრემია). დაჯილდოებულია 3 ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 238-239.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოლეგ ჟაკოვი“ ვიკისაწყობში.
- ოლეგ ჟაკოვი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)