პულონგ-ტაუს ეროვნული პარკი
პულონგ-ტაუს ეროვნული პარკი (მალ. Taman Negara Pulong Tau) — ეროვნული პარკი მალაიზიის სარავაკის შტატში, კუნძულ ბორნეოზე, კელაბიტის მთიანეთში.
პულონგ-ტაუს ეროვნული პარკი
Taman Negara Pulong Tau | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | მალაიზია |
კოორდინატები | 3°35′ ს. გ. 115°19′ ა. გ. / 3.583° ს. გ. 115.317° ა. გ. |
ფართობი | 63 700 ჰა |
დაარსდა | 1998 |
ისტორია
რედაქტირებაადგილობრივი საზოგადოებების პეტიციის საფუძველზე, ეროვნული პარკის შექმნის იდეა 1984 წელს გაჩნდა. შეთავაზების მიხედვით, პარკი უნდა შექმნილიყო 164 500 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა მურუდის მთას, ბატუ-ლავის მწვერვალსა და ტამა-აბუს ქედს.[1]
1998 წელს, პროკლამაციამ წარმატებით გაიარა შესაბამისი საფეხურები, თუმცა დარჩა მხოლოდ 63 700 ჰექტარი, სადაც არ შედიოდა ბატუ-ლავის მწვერვალი. 2008 წელს, სარავაკის ხელისუფლებამ არეალი ეროვნულ პარკად გამოაცხადა და პულონგ-ტაუ უწოდა.[1]
ფლორა
რედაქტირებაეროვნული პარკის მცენარეულობა იცვლება ნიადაგის ტიპის, სიმაღლისა და ტოპოგრაფიის მიხედვით. მოიცავს დიპტეროკარპისა და მუხა-ზეთისხილის ტყეებს, როდოდენდრონის სახეობებით მდიდარ ხავსიან ტყეებს. წარმოდგენილია ორქიდეებისა და ნეპენტესის მრავალი სახეობა.ref name="ref1" />
ფაუნა
რედაქტირება1986 წელს, პარკისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ბორნეოს მარტორქის პატარა პოპულაცია, რომელიც სარავაკში მანამდე გადაშენებულად მიაჩნდათ. ტამუ-აბუს ქედზე შემჩნეულია ბორნეოს ორანგუტანის პოპულაციაც.
1998 წელს, მალაიზიის ბუნების საზოგადოებამ პარკის ტერიტორიაზე ექსპედიცია მოაწყო.[1] 10 დღეში, მათ ჩაიწერეს 29 სხვადასხვა ოჯახის 67 სახეობის ფრინველი, რომელთაგან 13 სახეობა ბორნეოს ენდემია. ასევე აღნუსხულია 28 სახეობის ძუძუმწოვარი, რომელთაგან 12 ბორნეოს ენდემია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება