პუერტო-აიორა (ეკვადორი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პუერტო-აიორა (ესპ. Puerto Ayora) — ქალაქი ეკვადორში, გალაპაგოსის პროვინციაში, სანტა-კრუსის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქს სახელი დაერქვა ეკვადორის პრეზიდენტის, ისიდრო აიორას საპატივსაცემოდ.[2][3] პუერტო-აიორა გალაპაგოსის ქალაქებს შორის ყველაზე დასახლებულია. მისი მოსახლეობა, 2022 წლის მონაცემებით, 12 696 ადამიანია.[1]

ქალაქი
პუერტო-აიორა
Puerto Ayora
დროშა გერბი

ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
პროვინცია გალაპაგოსის პროვინცია
კანტონი სანტა-კრუსის კანტონი
კოორდინატები 0°44′40″ ს. გ. 90°18′50″ დ. გ. / 0.74444° ს. გ. 90.31389° დ. გ. / -0.74444; -90.31389
დაარსდა 1926 წ
ფართობი 3.3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12
კლიმატის ტიპი BSh
მოსახლეობა 12 696[1] კაცი (2022)
სიმჭიდროვე 3 847 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-6
სატელეფონო კოდი 593 4
საფოსტო ინდექსი EC200350
ოფიციალური საიტი http://www.gadsantacruz.gob.ec
Ecuador location map.svg
Ecuador location map.svg

ქალაქი საკმაოდ პოპულარული ტურისტული ცენტრია. აქ ვნახავთ გალაპაგოსის ეროვნულ პარკსა და ჩარლზ დარვინის კვლევის სადგურს (CDRS), აქ ტურისტები ეცნობიან კუნძულის ისტორიასა და კონსერვაციის მომავალ გეგმებს.[4] ცენტრიდან თხუთმეტი წუთის სავალში მდებარეობს ტორტუგას ყურეს, რომელშიც შევხვდებით ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებს: ზღვის ხვლიკებს, ფრინველების მრავალ სახეობას, გალაპაგოსის კიბორჩხალებს, რიფის ზვიგენებსა და გალაპაგოსის კუს.[5]