პუერტო-აიაკუჩო
პუერტო-აიაკუჩო (ესპ. Puerto Ayacucho) — ქალაქი სამხრეთ ვენესუელაში, ამასონასის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ორინოკოს ჭორომიან ნაპირებზე, რის გამოც მდინარეზე შეფერხებულია ნაოსნობა. წარმოადგენს სავაჭრო ცენტრს. უმთავრესად აწარმოებენ რეზინს და ბალატას.
ქალაქი | |
---|---|
პუერტო-აიაკუჩო Puerto Ayacucho | |
ქვეყანა | ვენესუელა |
შტატი | ამასონასი |
კოორდინატები | 5°40′00″ ჩ. გ. 67°38′00″ დ. გ. / 5.66667° ჩ. გ. 67.63333° დ. გ. |
დაარსდა | 1924 |
ფართობი | 727.85 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 74 მ |
მოსახლეობა | 80.000 კაცი (2005) |
სატელეფონო კოდი | 0521 |
საფოსტო ინდექსი | 7101 |
ოფიციალური საიტი | atures-amazonas.gob.ve |
2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 80.000 კაცს. ქალაქის განაშენიანება დაიწყო 1924 წელს. პუერტო-აიაკუჩო ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებულია ორი გზით, რომლის მეშვეობით უკავშირდება ორინოკო-კაიკარას და სან-ფერნანდო-დე-აპურეს. საჰაერო მიმოსვლით უკავშირდება ქალაქ მაიკეტიას.
1970 წლამდე პუერტო-აიაკუჩო მიუწვდომელი იყო საავტომობილო გზით, შემდეგ გაშენდა გზა ბოლივარის შტატიდან, რის შემდეგ დაიწყო ქალაქის სწრაფი ზრდა. ჰავა ეკვატორულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 26,8 °C-ს. ნალექების რაოდენობა წელიწადში 2260 მმ. ქალაქში არის მეტეოსადგური. პორტს თანადროულ დროში მნიშვნელობა დაეკარგა. განვითარებულია ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პუერტო-აიაკუჩო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)