ბოლივარის შტატი (ესპ. Estado Bolívar) — შტატი ვენესუელაში, დედაქალაქი — სიუდად-ბოლივარი. მთლიანი ფართობი 238 000 კმ²-ს შეადგენს (ქვეყნის ტერიტორიის 25,96%), მოსახლეობა კი 2010 წლის ივნისის მონაცემებით 1 620 359 ადამიანს.

შტატი
ბოლივარის შტატი
Estado Bolívar
დროშა გერბი
Flag of Bolívar State.svg Ve bolivar-escut.png

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი სიუდად-ბოლივარი
შიდა დაყოფა ანგოსტურის მუნიციპალიტეტი, კარონის მუნიციპალიტეტი, სედენიოს მუნიციპალიტეტი, პადრე-პედრო-ჩიენის მუნიციპალიტეტი, ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტი, გრან-საბანის მუნიციპალიტეტი, Angostura del Orinoco Municipality, პიარის მუნიციპალიტეტი, როსიოს მუნიციპალიტეტი, სიფონტესის მუნიციპალიტეტი და სუკრეს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 8°07′19″ ჩ. გ. 63°33′00″ დ. გ. / 8.12194° ჩ. გ. 63.55000° დ. გ. / 8.12194; -63.55000
დაარსდა 1864
ფართობი 238,000 კმ²
მოსახლეობა 1 620 359 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი e-bolivar.gov.ve
Bolivar in Venezuela.svg
შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი ანხელი
შტატის დედაქალაქი სიუდად-ბოლივარი

შტატი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მისი ტერიტორია თითქმის მთლიანად უკავია გვიანის მასივს. ზედაპირი როგორც წესი გორაკ-ბორცვიანია. სიმაღლის მატებასთან ერთად სუსტდება ცხელი ტროპიკული კლიმატი.

გეოგრაფიული მდებარეობარედაქტირება

ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ორინოკო, რომელზეც გაივლის ბუნებრივი საზღვარი დელტა-ამაკუროს, მონაგასის, ანსოატეგის და გუარიკოს შტატებთან. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-დასავლეთით — ამასონასის შტატი, აღმოსავლეთით გაიანის ის ნაწილი, რომელსაც ვენესუელა ითხოვს, დასავლეთით კი აპურეს შტატი. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია — კარონი, კაურა (ორივე ორინოკოს შენაკადი). კარონზე მდებარეობს გურის დამბა, მეშვიდე უდიდესი წყალსაცავი დედამიწაზე.

ორინოკოს გასწვრივ განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. შტატის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი მეჩხრადაა დასახლებული და ამ ნაწილში ძირითადად ხშირი ნოტიო ტროპიკული ტყეებია წარმოდგენილი.

აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი დედამიწის ერთ-ერთ უძველეს გეოლოგიურ ფორმაციას — გვიანის ზეგანს უჭირავს, რომელიც ცნობილია თავის მაგიდა მთებით (ტეპუი). შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს კანაიმის ეროვნული პარკის უდიდესი ნაწილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბი

მუნიციპალიტეტებირედაქტირება

ბოლივარის შტატი შედგება 11 მუნიციპალიტეტისგან, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
კარონი სიუდად-გაიანა 1 612 777 283
სედენიო კაიკარა-დელ-ორინოკო 46 020 88 296
ელ-კალიაო ელ-კალიაო 2 223 24 013  
გრან-საბანა სანტა-ელენა-დე-უაირენი 32 990 34 095  
ერესი სიუდად-ბოლივარი 591 350 691
(2010)
 
პადრე-პედრო-ჩიენი ელ-პალმარი 2 275 14 749  
პიარი უპატა 15 900 107 643  
ანგოსტურა სიუდად-პიარი 56 916 47 167  
როსიო გუასიპატი 6 182 23 957  
სიფონტესი ტუმერემო 24 393 40 042  
სუკრე მარიპა 46 166 27 218  

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება