მაიკეტია
მაიკეტია (ესპ. Maiquetía) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, ვარგასის შტატის შემადგენლობაში. მდებარეობს სანაპირო ბორცვებსა და კარიბის ზღვას შორის, ზღვის დონიდან 19 მ სიმაღლეზე, შტატის დედაქალაქ ლა-გუაირიდან დასავლეთით.
ქალაქი | |
---|---|
მაიკეტია Maiquetía | |
მაიკეტია, ბოლივარის სახელობის აეროპორტი | |
ქვეყანა | ვენესუელა |
შტატი | ვარგასი |
კოორდინატები | 10°35′45″ ჩ. გ. 66°58′38″ დ. გ. / 10.59583° ჩ. გ. 66.97722° დ. გ. |
დაარსდა | 20 იანვარი, 1670 |
ფართობი | 13 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 19 მ |
მოსახლეობა | 7.909 კაცი (2007) |
სატელეფონო კოდი | 212 |
საფოსტო ინდექსი | 1160, 1161 |
ოფიციალური საიტი | vargas-vargas.gov.ve |
2007 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 87 909 კაცს. დაარსდა 1670 წელს. მაიკეტია არის ვენესუელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. სანაპირო კეთილმოწყობილია საკურორტო პლაჟით. ქალაქთან არის სიმონ ბოლივარის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასრულებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეისებს. 1999 წლის დეკემბერში მაიკეტია, ისევე როგორც მთლიანად ვარგასის შტატი დაზარალდა ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად.