ოვიდიუსი

(გადამისამართდა გვერდიდან პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი)

პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ლათ. Publius Ovidius Nasō; დ. 20 მარტი, ძვ. წ. 43 — გ. ახ. წ. 17/18, ტომე) — რომაელი პოეტი, რომელიც ლექსებს წერდა სიყვარულზე, მიტოვებულ ქალებსა და მითოლოგიურ გარდასახვებზე. ტრადიციულად, იგი, ვერგილიუსსა და ჰორაციუსთან ერთად, ლათინური ლიტერატურული კანონის წარმომადგენლად მიიჩნევა. ითვლებოდა ელეგიების ოსტატად. ოვიდიუსის პოეზიას ინტენსიურად ბაძავდნენ გვიანდელი ანტიკურობის ხანაში და შუა საუკუნეებში. მისი შემოქმედება საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.

ოვიდიუსი

9 წელს ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით გადაასახლეს ტომეში (თანამედროვე კონსტანცა), სადაც დაწერა „პონტოდან გამოგზავნილი წერილები“. გარდაიცვალა გადასახლებაში 17 წელს.

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
Metamorphoses, 1643

ოვიდიუსი დაიბადა ძვ. წ. 43 წლის 20 მარტს, ქ. სალმონში, მთიელი საბინების თემში. თავისი დაბადების ადგილს და დროს ოვიდიუსი სრული სიზუსტით აღწერს „ნაღვლიან ელეგიაში“. მისი გვარი მიეკუთვნებოდა მხედრულ წოდებას. მამამისი დამოუკიდებელი ადამიანი იყო, შვილებს კარგი განათლება მისცა. ოვიდიუსმა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინა ლტოლვა პოეზიისაკენ. იმავე ელეგიაში იგი აღიარებს, რომ მაშინაც კი, როდესაც უნდა დაეწერა პროზა, გამოუდიოდა ლექსად. მამის ნების თანახმად ოვიდიუსი შევიდა სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ როცა მიიღო დაბალი წოდება, თავი დაანება და გადაწყვიტა, პოეზიისათვის მიეძღვნა თავი. მშობლების სურვილის თანახმად ადრე დაქორწინდა, მაგრამ იძულებული გახდა დაშორებულიყო მეუღლეს. მეორე ქორწინებაც ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა. მესამედ დაქორწინდა ქალზე, რომელსაც ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ეს ქორწინება კი საკმაოდ მტკიცე და ბედნიერი აღმოჩნდა. თავისი შვილები ოვიდიუსს არ ჰყავდა. როდესაც შეავსო თავისი ნაშრომები მოგზაურობა ათენში, მცირე აზიაში და სიცილიაში. ის უკვე გამოვიდა ლიტერატურულ ასპარეზზე და პუბლიკამ მაშინვე შეამჩნია. ჰყავდა მრავალი გამოჩენილი მეგობარი, მათ შორის იყვნენ ჰორაციო და პროპერცია. ოვიდიუსი ძალიან წუხდა, რომ ტაბულას ადრეულმა სიკდილმა ხელი შეუშალა მათ შორის ახლო ურთერთობის დამყარებას.

შემოქმედება

რედაქტირება

ოვიდიუსის პირველი ლიტერატურული მცდელობა იყო „ჰეროიდები“ და „სასიყვარულო ელეგიები“. მისი პოეტური ნიჭი მკვეთრად გამოსჭვივის ნაშრომში „ჰეროიდებში“, მაგრამ რომის საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრო ნაშრომით „სასიყვარულო ელეგიები“, რომელიც გამოვიდა 5 წიგნად, შემდეგ 49 ლექსად. ეს სასიყვარულო ელეგიები, რომლის შინაარსიც, შესაძლოა, ეფუძნებოდეს მის სასიყვარულო თავგადასავლებს, დაკავშირებულია ოვიდიუსის გამოგონილ მეგობართან — კორინასთან. ამ ლიტერატურულ ფორმას, რომელიც რომში საკმაოდ გავრცელებული იყო, ჰყავდა თავისი კლასიკოსები. ოვიდიუსმა მაქსიმალურად გამოავლინა თავისი ნიჭი, რამაც მის სახელს პოპულარობა მოუტანა. მართლაც უდავოა, რომ პოეტური ნიჭი დიდია სასიყვარულო ელეგიებში.

სიყვარულის მეცნიერება

რედაქტირება

არანაკლები რეზონანსი გამოიწვია მისმა შემდეგმა ნაწარმოებმა. ეს არის დიდაქტიკური პოემა, დაწერილი სამ წიგნად, მსგავსად ოვიდიუსის სხვა ნაწარმოებებისა, შეთხზულია ელეგიური საზომით. ნაწარმოები წარმოადგენს დარიგებებს ჯერ მამაკაცებისთვის, თუ რა საშუალებებით შეიძლება მოიპოვონ და შეინარჩუნონ ქალის სიყვარული (1 და 2 წიგნი). შემდეგ კი ქალებისთვის, თუ როგორ უნდა მიიქციონ მამაკაცის ყურადღება და შეინარჩუნონ ეს კავშირი. თხზულება გამოირჩევა თამამი შინაარსით, რაც ავტორმა გაამართლა იმით, რომ ეს დარიგებები მიემართებოდა სუსტი ყოფაქცევის ქალებს, რომის მაცხოვრებლებს, რომელთათვისაც მკაცრად მოქცევის წესები არ ვრცელდებოდა. ლიტერატურის თვალთახედვით ეს არის ბრწყინვალე და ამჟღავნებს ნიჭის სრულად მომწიფებას და ოსტატის ხელს, რომელსაც შეუძლია დაყოს ყოველი წვრილილმანი და არ იღლება ერთი სურათის შემდეგ მეორის დახატვით. ეს ნაწარმოები დაწერილია ძვ. წ. 2-1 წლებში, როდესაც პოეტი იყო 41-42 წლის. ერთდროულად სიყვარულის მეცნიერებასთან გამოვიდა ოვიდიუსის ამ კატეგორიის ნაწარმოეი, რომელიც მოვიდა ჩვენამდე მხოლოდ 100 ლექსად. სიყვარულის მეცნიერების შემდეგ გამოვიდა სიყვარულის წამალი. ეს არის პოემა ერთ წიგნად. აქ ავტორს სურს შეუმსუბუქოს მდგომარეობა მათ, ვისთვისაც სიყვარული მძიმე ტვირთია და ვისაც სურს მისგან თავის დაღწევა. მიმართულებას, რომელსაც მიჰყვებოდა ოვიდუსი, ვერსად გაექცეოდა და დაიწყო სხვა სიუჟეტების ძიება. მან დაიწყო მუშაობა მითოლოგიურ და რელიგიურ თემაზე, რისი შედეგიც იყო მისი ორი კაპიტალური ნაწარმოებები: „მეტამორფოზა“და „ფაუსტი“.

გადასახლება

რედაქტირება

თავისი შემოქმედების შუა გზაზე, ოვიდიუსმა დიდი დარტყმა მიიღო, რამაც რადიკალურად შეცვალა მისი ბედი. 8 წლის შემოდგომაზე ოვიდიუსი გადასახლებული იქნა შავიზღვისპირეთში ავგუსტის მიერ. ეს იყო გეტების, სარმატების ველური ქვეყანა, იგი დაასახლეს ქალაქ ტომში. (ახლა კონსტანცა, რუმინეთი). მიზეზი ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარაუდი მის გადასახლებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ოვიდიუსმა თავის გადასახლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის იყო დანაშაულის შემთხვევითი მხილველი და მისი ბრალეულობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მას ჰქონდა თვალები. ერთ-ერთ წერილში პონტოდან იგი აცხადებს, რომ გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი მისი ლექსები იყო.

ნაღვლიანი ელეგია

რედაქტირება

შავი ზღვისპირეთში გადასახლებამ მისცა საბაბი მთელი რიგი ნაწარმოების შესაქმნელად, რომელიც გამოწვეული იყო ახალი მდგომარეობით. ეს მეტყველებს მის ამოუწურავ ნიჭზე და წარმოგვიდგენს ოვიდიუსს სულ სხვა ხასიათით, ვიდრე კატასტროფამდე. ამ კატასტროფის შედეგი იყო „ნაღვლიანი ელეგიები“, რომლის წერა დაიწყო ჯერ კიდევ გზაში და წერა გააგრძელა გადასახლების ადგილზე 3 წლის განმავლობაშ. სადაც ასახულია მისი მწარე ხვედრი, უჩივის თავის ბედს და ცდილობს დაიყოლიოს ავგულტი შეწყალებისთვის. ელეგია გამოსულია 5 ტომად და მიმართულია ძირითადად ცოლისკენ, ზოგი - შვილისკენ და მეგობრებისკენ. პოეტი ხაზს უსვამს მის უდიდებულესობას და გმირობებს, ასევე პატიებას ითხოვს თავის ცოდვებზე, მაგრამ აცხადებს, რომ მისი ხასიათი არც ისეთი უვარგისია, როგორც შეიძლება იფიქრო ლექსების წაკითხვისას. ამავე ელეგიაში მოჰყავს ბერძენი და რომაელი პოეტები, რომლებსაც მისი ლექსების ვნებიანი ხასიათის გამო არ დაუსჯიათ. „ნაღვლიანი ელეგიას“ მოჰყვა „წერილი პონტოდან“ 4 წიგნად. ესეც იმავე შინაარსისაა, თუმცა ბოლო წერილში შეიმჩნევა ნიჭის დაცემა. ამას გრძნობდა თვითონ ოვიდიუსიც და ამას აღიარებდა კიდეც. როდესაც კითხულობს თავის თხზულებას რცხვენია დაწერილის და ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ მუზას არ უნდა გაჰყვეს გეთებთან. ხოლო დაწერილის გამოსასწორებლად არ ეყოფა ძალა, რაგან ყოველი დაძაბულობა მძიმეა მისი ავადმყოფი სულისთვის. მდგომარეობის სიმძიმე, ცხადია, აისახა პოეეტის თავისუფალ სულზე. გამუდმებით გრძნობდა არასასურველი მდგომარეობის წნეხს. რაც უფრო და უფრო ზღუდავდა მის ფანტაზიას. აქ ჩანს დამღლელი ერთფეროვნება, რომელიც შეერთებულია მინორულ ტონალობასთან და საბოლოოდ ტოვებს მძიმე შთაბეჭდილებას. თუმცა შავიზღვისპირეთიდან რომში მივიდა ოვიდიუსის 2 ნაწარმოები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ოვიდიუსი ტალატს ძალუძდა საგნები, რომლის დამუშავება მოითხოვდა ხანგრძლივ და სერიოზულ შესწავლას.

მეტამორფოზები

რედაქტირება

პირველი ამ ნაწარმოებებიდან იყო „მეტამორფოზები“ („გარდასახვა“) უდიდესი პოეტური ნაშრომი 15 წიგნად, რომელიც მოგვითხრობდა მითების გარდასახვას, დაწყებული ქაოსური მდგომარეობით, იულიუს კეისარის ვარსკვლავად გადაქცევით. პოეტური ღირსებით მაღალი ნაშრომი იყო დაწერილი და შეიძლება ითქვას დამთავრებული ოვიდიუსის მიერ ჯერ კიდევ რომში, მაგრამ არ გამოუცია მისი უეცარი გამგზავრების გამო. ამას გარდა პოეტმა გამგზავრების წინ დაწვა ხელნაწერი. საბედნიეროდ შემორჩენილი იყო რამდენიმე ასლი. ამან მისცა საშუალება ოვიდიუსს გადაეხედა და შეესწორებინა ეს ვრცელი ნაწარმოები. „მეტამორფოზები“ ოვიდიუსის ყველაზე კაპიტალური ნაშრომია, რომელშიც არის მდიდარი შინაარსი, მიწოდებული ძირითადად ბერძნული მითებისგან. გადამუშავებულია ისეთი ფანტაზიით, ისეთი ხასხასა ფერებით, ისეთი მსუბუქი გადასვლით ერთი საგნიდან მეორეზე, რომ არ შეიძლება არ ვაღიაროთ ტალანტის ზეიმი, რომელიც იწვევს გაოცებას. ტყუილად არ იკითხებოდა მისი ნაწარმოებები. ეს ნაწარმოებები ნათარგმნია ბევრ ენაზე, მათ შორის რუსულადაც. ოთხი მათგანი გამოჩნდა XIX საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში.

მეორე სერიოზული და ვრცელი ნაწარმოები არა მარტო მოცულობით, არამედ მნიშვნელობით არის „ფასტი“. ეს არის კალენდარი, რომელიც შეიცავს დღესასწაულების ახსნას ან რომის წმინდა დღეების. ეს სასწავლო პოემაა, რომელიც იძლევა ბევრ მონაცემს და ახსნას. იგი არის მნიშვნელოვანი წყარო რომის რელიგიის ასახსნელად. ჩვენამდე მოვიდა 6 წიგნად. ეს ის წიგნებია, რომელიც ოვიდიუსმა დაწერა და დაამუშავა რომში. ამ ნაშრომის გადასახლებაში გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა, წყაროს არქონის გამო, თუმცა უდავოა, რომ რომში დაწერილი მან გადააკეთა გადასახლებაში. რაზეც მეტყველებს ფაქტები, რომლებიც მოხდა გადასახლების დროს, ავგუსტუსის სიკვდილიც კი. პოეტური და ლიტერატურული თვალსაზრისით „ფასტი“ ადგილს უთმობს „მეტამორფოზებს“. ეს ადვილად აიხსნება სიუჟეტის სიმშრალით, რომლისგან მხოლოდ ოვიდიუსს შეეძლო შეექმნა პოეტური ნაწარმოები. ლექსებში იგრძნობა ოსტატის ხელი.

იბისი და თევზჭრის მეცნიერება

რედაქტირება

ეს არის ორი ნაწარმოები, რომელიც შექმნა ოვიდიუსმა გადასახლებაში ყოფნის დროს. „იბისი“ — ეს არის ეგვიპტური ჩიტი, რომელსაც რომაელები თვლიდნენ შავ ძაღლად. ნაწარმოები წარმოადგენს სატირას, პასკვილს მტერზე, რომელიც გადასახლების შემდეგ ოვიდიუსის მეხსიერებას სულ თან სდევდა. ოვიდიუსი ამ მტერს უგზავნის უამრავ წყევლას და ემუქრება მისი სახელის მხილებით სხვა ნაწარმოებში, რომელშიც წერს იგი არა ელეგიური ზომით, არამედ იამბით. ნაწარმოების დასახელება და ფორმა ოვიდიუსმა ისესხა ალექსანდრიელი პოეტი კალიმახასგან. მეორე ნაწარმოები, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი კავშირი სხვებთან. ეს იყო დიდაქტიკური პოემა თევზჭერაზე და ჰქვია „თევზჭერის მეცნიერება“. მისგან გვაქვს მხოლოდ ნაწყვეტი, სადაც ჩამოთვლილია შავი ზღვის თევზები. ეს მიუთითებდა მათ მნიშვნელობაზე. ეს ნაწარმოები არ წარმოადგენს არაფერ მნიშვნელოვანს ლიტერატურაში.

დაკარგული ნაწარმოებები

რედაქტირება

თუმცა შემოინახა ეს ორი ნაწარმოები, მაგრამ ჩვენამდე არ მოვიდა ოვიდიუსის ტრაგედია სახელწოდებით „მედეა“, რომელიც იყო პოეზიის ახალგაზრდული ნაწარმოები და ითვლებოდა რომის ლიტერატურაში ერთ-ერთ სანიმუშოდ. ჩვენამდე არ მოაღწია კიდევ რამდენიმე ნაწარმოებმა, რომელიც დაწერილია გოთურ ენაზე. ოვიდიუსი იმედოვნებდა თავისი ხვედრის შემსუბუქებაზე, რომ არ ვილაპარაკოთ შეწყალებაზე. მაგრამ ამ იმედებს არ უწერია შესრულება. მაგრამ ავგუსტუსმა, რომელსაც მიმართავდა მუდარით არ დაბრუნდა გადასახლებიდან. უბედური პოეტი დაიღუპა 17 წელს ქალაქ ტომში და დასაფლავებულია ქალაქის მიდამოებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • More, Brookes, Ovid's Metamorphoses (Translation in Blank Verse), Marshall Jones Company, Francestown, NH, Revised Edition 1978
  • Ovid Renewed: Ovidian Influences on Literature and Art from the Middle Ages to the Twentieth Century. Ed. Charles Martindale. Cambridge, 1988.
  • Federica Bessone. P. Ovidii Nasonis Heroidum Epistula XII: Medea Iasoni. Florence: Felice Le Monnier, 1997. Pp. 324.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: