პრიედორი (კირილ. Приједор) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-დასავლეთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაახლოებით 97 588 ადამიანი ცხოვრობს.[1] მიეკუთვნება სერბთა რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულს და მდებარეობს ბოსნიის კრაინის რეგიონში.

ქალაქი
პრიედორი
Приједор
დროშა გერბი

ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
რეგიონი სერბთა რესპუბლიკა
კოორდინატები 44°58′00″ ჩ. გ. 16°42′00″ ა. გ. / 44.96667° ჩ. გ. 16.70000° ა. გ. / 44.96667; 16.70000
დაარსდა ივლისი, 2012
ფართობი 118 კმ²
ცენტრის სიმაღლე 136
მოსახლეობა 32 342 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 117 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +387
საფოსტო ინდექსი 79000
ოფიციალური საიტი http://www.prijedorgrad.org/
პრიედორი — ბოსნია და ჰერცეგოვინა
პრიედორი

ბანია-ლუკასა და ბიელინის შემდეგ, პრიედორი მესამე უდიდესი მუნიციპალიტეტის სერბთა რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვეყნის მასშტაბით კი მეშვიდე. მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად საკმაოდ დაწინაურებულია, ყვავის მრავალგვარი მრეწველობა, მომსახურებისა და საგანმანათლებლო სექტორები.

პრიედორი ცნობილია კათოლიკური, მართლმადიდებლური და ისლამური მემკვიდრეობით. ურბანულ ლანდშაფტში გამოირჩევა ოსმალეთის იმპერიისა და ავსტრია-უნგრეთის პერიოდის ნაგებობები. 2006-2009 წლებში ქალაქს მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინის ოფიციალური ენებია ბოსნიური, სერბული და ხორვატული. ბოსნიური და სერბული ენები იყენებს როგორც კირილიცას, ისე ლათინურ ანბანს, ხორვატული კი მხოლოდ ლათინურს. ქალაქის სახელი კირილიცაზე იწერება როგორც „Приједор“.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი პრიედორი და მთლიანად მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე სანისა და გომიენიკის ნაპირებზე, კოზარის ბორცვების სამხრეთ-დასავლეთით. მუნიციპალიტეტის ფართობი 833 კმ²-ია.

პრიედორის, როგორც საფორტიფიკაციო ცენტრის ისტორია XVII საუკუნის ბოლოდან იწყება. თუმცა, მიმდებარე არეალის კოლონიზაციისა და კულტურის ისტორია ბევრად უფრო ადრეულია. აღმოჩენილია სხვადასხვა კულტურის მრავალი პრეისტორიული, ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი. მრავლადაა პრეისტორიული პერიოდის ნამარხი დასახლებები, რომლებიც ძვ. წ. 2100 წლით თარიღდება. რომაელებამდელ და რომაელების ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო ილირიული ტომით მაეზაეი. ლეგენდის თანახმად, მდინარე სანას სახელი რომაელებმა უწოდეს.

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები:

პარტნიორი ქალაქები:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Saopstenje : First Releases. Bhas.ba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-23. ციტირების თარიღი: 2013-11-23.